საბურთალოს რაიონში ოდესის და ზაქარიაძის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციული მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა დაათვალიერეს.
ოდესის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს – 690 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 6 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება. ზაქარიაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო – წყალსადენის ქსელის 400 მეტრის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 3 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება.
ოდესისა და ზაქარიაძის ქუჩებზე, წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბურთალოს რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს.