“ზაფხულში ვყვიროდით, ყარაფილასთან გზა გაჰყავთ ოკუპანტებსო და ერთ ყურში შევუშვით, მეორიდან გამოვუშვით…ყველას გვართმევენ ამ ქვეყანას და გადამთიელები კი არა, ჩვენი სისხლი და ხორცი გვართმევს…”

ლაშა ბერულავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა შესახებ მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” კოორდინატორი  ლაშა ბერულაბა სოციალურ ქსელში წერს:

შარშან ზაფხულში ვყვიროდით, ყარაფილასთან ავტობანის პარალელური გზა გაჰყავთ ოკუპანტებსო და ერთ ყურში შევუშვით, მეორიდან გამოვუშვით.
შედეგად – ოკუპანტთა ბაზები მოკლე გზით, ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის გავლითაა დაკავშირებული.
შარშან შემოდგომაზე ვყვიროდით, თრუსოს ხეობას აგვახევენ და ყაზბეგი-გუდაურზე უჭირავთ თვალიო, ბანაკი მოვამზადეთ და ნასვამი მოხევეები დაგვახვედრეს სამ კაცს, რომ არა ჩვენი თავდაჯერებული და გონიერი საუბარი, რაც საკმაოდ ძნელი იყო, ვინ იცის, რა მოხდებოდა, სამაგიეროდ, ახლა ყველა თრუსოს ხეობაზე და გუდაური-ყაზბეგზე ალაპარაკდა.
შარშან გაზაფხულზე ვყვიროდით, საბაჟო პუნქტების გახსნა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი დათმობების ხარჯზე მოხდებაო და ყურს არ იბერტყავდა არავინ, ახლა კი ყველა ამაზე ალაპარაკდა.
ახლა ვყვირივართ: ამგვარი მონიშვნებით სავსეა ხაშურის თავზე ტყეები, ეს წაღვლის ტყეა, წაღვლი ხაშურის მუნიციპალიტეტში შედის, მიაქვთ ეს ტყეები, უზარმაზარი ტერიტორია მიაქვთ, გესმით თქვენ?

პოლიციამ ეს იცის, ხელისუფლებამ ეს იცის, მაგრამ პოლიტიკური ნება არაა ხმის ამოღების, მხოლოდ იმის ნებაა, რომ ჩვენ არ მიგვიშვან, არ გადაგვაღებინონ, არ გაგვახმაურებინონ, დაგვაბოლონ, რომ მეტყევეები დადიან რუსული პულვილიზატორებით და ტყეში ხეებს ნიშნავენ…

ჩვენ კი ჯიუტად ვიწევთ, არ ვინდობთ მანქანებს, არ ვიზარებთ 10 კილომეტრიან გადარბენებს, ვწვალობთ გადაღებებზე, ვიღებთ კოორდინატებს, ვრთავთ ლაივებს და თქვენამდე მოგვაქვს, გაგებინებთ და გეუბნებით, ადამიანებო, ქართველებო, თვითონ პოლიციელები არიან გაოგნებული, იმ დონის ღალატთან გვაქვს საქმე და ეს ამბავიც მერე გახდება ალბათ აშკარა, ჩვენ კიდე არ ვართ ბევრნი და რა გავაკეთოთ, ეს ოხერი, რამდენად გავიყოთ, როგორ გადავეფაროთ ამხელა მიწას თხუთმეტიოდე კაცი და ამოიღეთ რა, ხმა, თქვენი ხმაა აქ გადამწყვეტი, თორემ “უბედური შემთხვევების” მეტი რა ხდება, აქამდე ფეხი დაგვიცდებოდა და სადმე ხევში გადავიჩეხებოდით, საჭესთან ჩაგვეძინებოდა და ხეს შევასკდებოდით, ატოცის სახლში გაზი დაგვრჩებოდა ღამით და ვერ გავიღვიძებდით და რა ვიცი, კიდევ რა ჯანდაბა…

დედას შევეცი რეიტინგის, იმიჯის, ხმები ჩვენ არ გვინდა და თანამდებობა, პარლამენტისკენ ჩვენ არ ვილტვით და გრანტს რომ ტყე-ღრეში ხეტიალისთვის არავინ იძლევა, ჩემზე უკეთ იცით და ეს დედააფეთქებული, სანამ თქვენც მოგბეზრებიათ, სანამ გითქვამთ, რა წაიღეს ამათ ტვინიო, მიხვდით, რომ ჩვენს საკუთარს არავინ გვეცილება, ატოციდან შორსაა ჩემი სახლი და ვერავინ წამართმევს, მაგრამ ყველას გვართმევენ ამ ქვეყანას და გადამთიელები კი არა, ჩვენი სისხლი და ხორცი გვართმევს, რადგან გვაჩუმებს, ხელს გვაფარებს და გვეუბნება, რო კი, მართალი ხარ, გვჟიმავენ, მაგრამ ნუ დაიყვირებ, მოდუნდი და სიამოვმება მიიღეო…

ვერ ეღირსებით მაგას, ვერ გვნახავთ მოდუნებულს, მაგრამ ახლა იყვირეთ თქვენც ჩვენთან ერთად, თორემ ზემოთჩამოთჳლილი შემთხვევებიდან რომელიმე რომ მოგვივა, მერე, ბოდიში და, რა თავში ვიხლით მაგ დამწუხრებულ სმაილებს და “რა პატრიოტი დავკარგეთ” ფრაზებს?!

პოპულარული

ქალწულის პერიოდი იწყება - რა გელოდებათ სასიყვარულო ურთიერთობაში
რა ხდება კურიერის "ნიუსრუმში" - დავით ქაშიაშვილი ვიდეოს ავრცელებს
„მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა“ - დიანა ჯოჯუა
21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი