ზალუჟნი: საბჭოთა იარაღზე უარს ვამბობთ და NATO-ს მოდელებზე გადავდივართ

ჟალუზნ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროს გენერალ მარკ მილის და NATO-ს იარაღზე გადასვლის შესახებ განაცხადა.

cyc

“ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩემს ამერიკელ კოლეგასთან უკრაინის შეიარაღებული ძალების პერსპექტიული მოდელი. ცხადია, ჩვენ იძულებულნი ვართ მივატოვოთ საბჭოთა იარაღი და აღჭურვილობა და გადავიდეთ NATO-ს მოდელებზე და რაც უფრო ადრე დავიწყებთ ამ პროცესს, მით უფრო მალე დავასრულებთ

მე ასევე ვაცნობე გენერალ მილს ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში, კერძოდ, იზიუმისა და სევეროდონეცკის მიმართულებაზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ, სადაც მტერმა მაქსიმალური ძალისხმევა ჩადო. მიუხედავად სიტუაციის სირთულისა, ჩვენ ვიცავთ, ვიკავებთ ოკუპირებულ ხაზებსა და პოზიციებს”.- ამბობს ჟალუზნი.

რეკლამა

დაწერე კომენტარი