ზალკალიანი პუტინს პასუხობს-გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხრიდან ძალიან მყარი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ კურსთან მიმართებაში

საქართველოს პრემიერის ბრიუსელში ვიზიტისას ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა რუსული ოკუპაცია და ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებები იყო.

ბრიუსელში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იმ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც პუტინმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა.

პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ უკრაინისა და საქართველოს ალიანსში ჩართვას როცა ცდილობენ სიფრთხილე გამოიჩინონ და შედეგებზე იფიქრონ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ საქართველოს მხარს უჭერს, როგორც ნატო ასევე ევროპული სტრუქტურები. დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეუქცევადი პროცესია.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხრიდან ძალიან მყარი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ კურსთან მიმართებაში, რაც დადასტურდა კიდეც ნატოს ბრიუსელის სამიტზე.

გუშინაც გენერალური მდივნის მხრიდან აღინიშნა, რომ ეს არის საქართველოს სუვერენული არჩევანი, ჩვენი ევროატლანტიკური კურსი არის გამყარებული იმ რეფორმებით, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს  თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში

იმ ნაბიჯებით, რომელიც ჩვენ ვდგამთ ასევე ორმხრივ ფორმატებში ჩვენ გავაგრძელებთ სვლას იქითკენ, რომ საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდეს, რადგანაც ძლიერი საგარეო პოლიტიკის თანმიმდევრული კრუსის გამტარებელი ქვეყანა არის რეგიონში სტაბილურობის გარანტი“- განაცხადა ზალკალიანმა.

loading…

პოპულარული

აუქციონი დასრულებულია - აზერბაიჯანელმა მოდელმა ქალწულობა 2 400 000 ევროდ გაყიდა (ფოტოები)
პატრიარქი თავის მთავარი სტიქაროსანს დაემშვიდობა - ილია II- მ 23 წლის ლევან ბორტიშვილს სიონში პანაშვიდი გადაუხადა
10 000 ლარის მოპარული სამკაული - ირინა ონაშვილი ოჯახის დამხმარე ქალმა გაქურდა
"ავადმყოფი დედა-შვილი ვიპოვეთ... ბავშვს შიმშილისგან გონება დაუკარგავს... მართლა სიკვდილის პირას არიან"
დაწერე კომენტარი