არსებობს ფონდი, სადაც ფულის გადარიცხვაა შესაძლებელი – ზალკალიანი „ნაციონალურ მოძრაობას“

ზალკალიანი

თუ არსებობს ინიციატივა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში მონაწილეობა მიიღონ, ამისთვის არსებობს შესაბამისი ფონდი, სადაც ფულის გადარიცხვაა შესაძლებელი.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უპასუხა კითხვას, გეგმავს თუ არა მთავრობა საქართველო მოქალაქეების დასაბრუნებლად ოპოზიციისა და კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შეთავაზების მიღებას.

„თუკი რაიმე მსგავსი სახის ინიციატივები არსებობს, არის ამისთვის შესაბამისი ფონდი, რომელიც არის ცენტრალიზებული.

ვისაც აქვს სურვილი, კერძო პირი იქნება თუ სხვადასხვა ორგანიზაცია, შეუძლია, ამ ფონდში ჩარიცხოს.

ყველა რეისი და ყველა ფრენა იქნება დაგეგმილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან და ასევე საკოორდინაციო საბჭოსთან შესაბამისი ახლო კოორდინაციით,“ – განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავრობის წევრებს ღია წერილით მიმართა. მათი თქმით, მზად არიან ხელისუფლებასთან ითანამშრომლონ.

loading...

პოპულარული

პრემიერის გამოსვლამ შს მინისტრს ძილი მოჰგვარა - კადრი პარლამენტიდან
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
დაწერე კომენტარი