ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე მისვლას პოლიტიკოსებს სთხოვე

მაჩალიკაშვილი-სარალიძე

რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება – ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე მისვლასა და მათ მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას პოლიტიკურ პარტიებს სთხოვენ.

პარლამენტის შენობის წინ დღის ბოლოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, პაატა ბურჭულაძეც მივიდა და შეკრებილებს სოლიდარობა გამოუცხადა. აქციაზე იმყოფებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიანობამდე იყო მობილიზებული პოლიციაც.

“მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით, მმართველ პარტიასაც მოვუწოდებ”-ამბობს ზაზა სარალიძე.

პანკისში ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლანმაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით კი აქციას მოქალაქეები რეგიონებიდან უერთდებიან.

პოპულარული

26 წლის ბეტა ნაჭყებია მეუღლემ ლოგინში მოკლა - სურამში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
"არ ქონდა მნიშვნელობა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, მაინც ამ სახელს დავარქმევდით" - რას არქმევენ ბავშვს ილო ბეროშვილი და ანი ბებია (ვიდეო)
26 წლის გოგოს მკვლელობის სავარაუდო მოტივი ეჭვიანობაა - სურამში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები (ვიდეო)
ყალბი ნაომი კემბელი, ანჯელინა ჯოლი და ქეით მოსი - დემნა გვასალიამ მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა
დაწერე კომენტარი