,,მამაჩემს გვერდითა ოთახში სცემდნენ და მეც მიპირებდნენო, მაგრამ სუბელიანმა შეაცვლევინა ჩვენება”

მოვუწოდებ თადუმაძეს და გახარიას, თუკი შერჩათ ღირსება, უახლოეს დღეებში პასუხისგებაში მისცენ მიხეილ კალანდია – განუცხად ჟურნალისტებს მოკლული დათუნა სარალიძის მამამ.

ზაზა სარალიძე არ გამორიცხავს, რომ თავის დროზე ზოგიერთმა მოწმემ ჩვენება მირზა სუბელიანის მხრიდან ზეწოლის გამო შეცვალა.

„გონს მოვიდნენ და საბოლოოდ გადადგან კაცური ნაბიჯი, რა ტალახშიც არიან ამოსვრილები, ერთი ადამიანური ნაბიჯი გადადგან. კალანდიასთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობდა მტკიცებულებები, რომელსაც თვითონ მალავდნენ. ადგნენ და გამოაჩინონ ეს მტკიცებულებები. რაც შეეხება ძალადობის ფაქტებს, ეს მიხეილ კალანდიამაც დაადასტურა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე, რომელმაც თქვა, რომ მამაჩემს გვერდითა ოთახში სცემდნენ და მეც მიპირებდნენ ცემასო, მაგრამ სამწუხაროდ, სუბელიანმა შეაცვლევინა ჩვენება და ათქმევინა ის, რაც თვითონ სურდათ. შესაძლებელია დ.ღ-მაც ამიტომ შეცვალა ჩვენებები, არაფერს გამოვრიცხავ. რასაც თავიდან ვამბობდი, ყველაფერი გამართლდა,” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პოპულარული

15 წლის შალვა, რომელიც გაჭირვების გამო შიმშილობდა და მისი თვითმკვლელობა, ხელისუფლება კი ხელფასებს იზრდის (ვიდეო)
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„4 ლარი უნდა დახარჯო დღეში გამოკვებისთვის, ეს დაახლოებულია რეალობასთან“- ზაქარია ქუცნაშვილი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი