„ვხედავ პოლიტიკოსის სიკვდილს“ -,„ცნობილი პოლიტიკოსის სიკვდილი“ ლელა კაკულიას ჩანაწერებში

ლელა კაკულია

მას შემდეგ, რაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა რურუას გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი, ლელა კაკულიას საიტის ადმინისტრაციამ არაერთი შეტყობინება მიიღო.

შეტყობინებებში მკითხველები „ცნობილი პოლიტიკოსის“ სიკვდილის შესახებ წინასწარმეტყველებებს იხსენებდნენ.

შესაბამისად, გთავაზობთ რამდენიმე წინასწარმეტყველებას, რომლებიც სწორედ ამ თემას შეეხება.2002 წელი, 6 მაისი, გიორგობა, ღამის 12. საათი.

ვხედავ უცნობ სახეებს. ეს ახალი ხალხია, ახალი სახეებია. ვხედავ, ძველ პარლამენტარებს სურთ დაბრუნება საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ ერთეულები ხვდებიან იქ. ეს პროცესები უმტკივნეულოდ არ ჩაივლის, იქნება ქაოსი და არეულობები. ბევრი ინფარქტით გარდაიცვლება, ღრმა, ნერვულ დეპრესიებში ჩაცვივდებიან და რა იქნება მათი საშველი? ღმერთი ბევრისათვის ყურს მოიყრუებს და არ იქნება მათთან!

2012 წელი, 21 მარტი, თბილისი.ვხედავ, მომავალში მთავრობაში იქნება დიდი ცვლილებები და ასევე პიროვნების სიკვდილი. იგი მთავრობის წარმომადგენელია.2008 წელი, 29 დეკემბერი, ურეკი.

სამწუხაროდ, ვხედავ, მომავალში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გარდაიცვლება!
2010 წელი, 30 მარტი, თბილისი.ვხედავ პოლიტიკოსის სიკვდილს! მას კიდევ ორი პოლიტიკოსი მიჰყვება. მინდა განვაცხადო, რომ ისინი არავის მოუკლავს, საკუთარი სიკვდილით არიან დაღუპულები. არის რაღაც მცდელობები, მაგრამ არაფერი მტკიცდება.

2010 წელი, 4 ივნისი, თბილისი.

ვხედავ საქართველოში ორი პოლიტიკოსის სიკვდილს. ძალიან დიდი ცვლილებები იქნება მთავრობასა და პარლამენტშიც, მოდის ცვლა, რომელიც საქართველოს გააკვირვებს. თუმცა ეს ცვლა მცირე დროით განისაზღვრება, ამ მოკლე პერიოდში ბევრი რამ მოხდება, ვხედავ, საქართველოს სასარგებლოდ.

2011 წელი, 13 მარტი
ვხედავ ცნობილი პოლიტიკოსის სიკვდილს. ყველა გაოგნდება. თუმცა იქნება არა ერთი, არამედ რამდენიმე პოლიტიკოსის სიკვდილი. რასაც ვხედავ, მეც მიკვირს!
2015 წელი, 10 სექტებერი, თბილისი.

ვხედავ პოლიტიკოსის სიკვდილს. ეს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევაა, თორემ არ დავინახავდი. სხვათა შორის, დაისმება კითხვა: ბუნებრივია ეს სიკვდილი, თუ მოწყობილი? მე კი ვხედავ და ვიცი პასუხი, მაგრამ თავს შევიკავებ გამოქვეყნებისგან…

loading…

პოპულარული

„ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა“ - ექიმი დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
„ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების კისერზე იყოს, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის“ - ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე
"უჭირს მეტყველება და ჩვეულებისამებრ ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს” - ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე
ჰიპერტონული კრიზი - სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი ხვალ ავტოტრანსპორტის განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს
„ჟამი ახლოს არს, უნდა მოვემზადოთ საიდუმლო დღისათვის, გარდაცვალებისათვის“- ილია მეორე
მატილდა გვარლიანი - ულამაზესი ქართველი მოდელი გამორჩეული სახელითა და სახით (ფოტოები)
ქურდობა გურიაში - სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა
„კაცებო, ეს თქვენ მაქციეთ ქალღმერთად... დავისახე მიზნად ყველა კაცს ჩემზე ეოცნება...მოვძებნე ხაზი უბიწო გარყვნილის“ - ხატია წერეთელი
დაწერე კომენტარი