ვწყვეტ ყველანაირ ურთიერთობას, არ ვაპირებ იმის ყურებას, თვეში ასობით ათასს როგორ იჯიბავენ ნაძირლები! – მორიგი ხმაურიანი წასვლა ოცნების რიგებიდან

მეშველიანი

“ქართული ოცნების” ბოლნისის შტაბის ხელმძღვანელმა გოჩა მეშველიანმა სახელისუფლებო გუნდი დატოვა – ამის შესახებ მეშველიანმა სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია. როგორც ფეისბუკ-პოსტში, შემდეგ კი კომენტარებში დაწერა, წასვლის მიზეზი გინდში არსებული კორუფციაა, რომელიც ბოლნისის შტაბში ასე ხაზგასმით გამოიკვეთა:


“მეგობრებო მოგესალმებით ყველას. მინდა პირველ რიგში ყველა იმ ადამიანს გადავუხადო გულწრფელი მადლობა ვინც გვერდში მედგა ყოველგვარი ანგარების გარეშე ამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ ბოლნისის ქართული ოცნების შტაბის ზონის ხელმძღვანელის პოზიციას და ვწყვეტ ყველანაირ ურთიერთობას ბოლნისის რაიონულ ორგანიზაციასთან. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი გამიჯვნის მიზეზი არ არის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. აღნიშნული გადაწყვეტილება და პრეტენზიები უკავშირდება მხოლოდ ბოლნისის რაიონულ ორგანიზაციას. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს გარწმუნებთ, რომ აუცილებლად ღიად, რამოდენიმე ეტაპად და საჯაროდ იქნება ჩემი გადაწყვეტილების საკმაოდ საფუძვლიანი მიზეზების მთელი ჩამონათვალი ცნობილი” – წერია მეშველიანის პოსტში.

დაწერე კომენტარი