„ვფიქრობ, გამონათქვამებს უნდა დავუკვირდეთ და მეტი სითბო უნდა გამოვხატოთ“ – ვოლსკი ჭიჭინაძის განცხადებაზე

ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც ჭიჭინაძემ გუშინ აღნიშნა გია ვოლსკი „მაუგლის“ პერსონაჟ მგელს „აკილას“ ჰგავს. ვოლსკის განცხადებით თანაგუნდელისგან ეს შედარება არ სწყენია, მაგრამ მიიჩნევს, რომ თანაგუნდელებზე ღია ეთერში საუბარი სწორი არ არის:

„არაფერი საწყენი ამაში არ არის, უბრალოდ ერთ დერეფანში დავდივართ, ერთად ვართ, ვხედავთ ერთმანეთს და მე ვფიქრობ, რომ ღია ეთერით ერთმანეთთან საუბარი არ უნდა იყოს. არც ჩემსა და დავითს შორის და არც სხვებს შორის, ეს არის მთელი ამოცანა და იდეა, იმ შეხვედრის, რაც უნდა შედგეს უახლოეს პერიოდში. მე ვფიქრობ, ერთმანეთის მიმართ გამონათქვამებს უნდა დავუკვირდეთ და მეტი სითბო უნდა გამოვხატოთ“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

პოპულარული

"ზურგით ვათრევდი პადვლიდან პროდუქციას და არავინ დაინტერესებულა, შენ კაცი ხარ, ქალი თუ ხარი ხარ" - "სპარის" კონსულტანტი გოგონას ვიდეომიმართვა
"გაყინული და არ ვიცი საიდან მოსული ძალით ვწერ... მადლობა, რომ სიკვდილის უმცირესი შიშიც გამიქრე..." - ავარიისას გარდაცვლილი ბაიკერის მეუღლის ემოციური წერილი
20 ტიპის მამაკაცი, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობა არ უნდა იქონიო
27 წლის ქველმოქმედი გოგონა ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის - ანას საზოგადოების დახმარება სჭირდება
დაწერე კომენტარი