ვრჩები ეპარქიაში, დაველოდები მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას” – პეტრე ცაავა

ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავას თქმით, ის რჩება ეპარქიაში მეუფე იაკობის ჩასვლამდე.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მის მიამრთა გამოტანილი განაჩენი არის უსამართლო.

​„ერთი ვიცი, რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილება არის უსამართლო. მე პატრიარქისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. რასაც ვამბობდი სატელევიზიო ეთერებში მისი მისამართით, არ იყო შეურაცხყოფა, არამედ ეს იყო ჩემი გულისტკივილი. მე მას ვაკისრებდი პასუხისმგებლობას საპატრიარქოში არსებულ ვითარებაზე, და ზოგადად სინოდის მასშტაბით. ამ განჩინებაში იწერება, რომ სინოდის ორჯერ მოწვევა არის ცოტა, როცა მთელი წლის განმავლობაში პირველად მოვიწვიეთ. ანუ, არაგულწრფელია ეს ყველაფერი. როცა საუბრობ სიყვარულზე, მიტევებაზე, მშვიდობისმყოფელობაზე, ეს სიყვარული, მიტევება და ქრისტიანობა არ იყო? მესამე წელია, რაც უდანაშაულო მამაო ზის ციხეში და ვითხოვდით მის მიმართ მეტი მოწყალება გამოგვეჩინა. ვრჩები ეპარქიაში, დაველოდები მეუფის ჩამოსვლას. გადავწყვეტ, რას ვიზამ და გაიგებთ თქვენც. მეუფე გრიგოლთან კომუნიკაცია დღეს არ მქონია” – აღნიშნა პეტრე ცაავამ.

პოპულარული

სუსმა კახა კალაძის გუნდში კორუფციული ფაქტების შესწავლა დაიწყო - კომპრომატები დედაქალაქის მერის წინააღმდეგ (ვიდეო)
"სირცხვილია ასე ღიად აფიქსირებდეს სახელმწიფო, რომ დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი უდრის, დავამხოთ ხელისუფლება" - საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა (ვიდეო)
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმე - დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი ხვალ, 7 დეკემბერს გაიმართება
ვაშაძე "ოცნებაზე": ჩვენ ჩავსვამთ მაგათ ქუთაისის აეროპორტში და გავუშვებთ აქედან
"ოპოზიცია არ აპირებს გაჩერებას, ბიძინა ივანიშვილს ექნება ისეთი პრესინგი, რომ აუცილებლად მოუწევს დათმობებზე წასვლა" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა დღეიდან -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
გაუფასურებული ეროვნული ვალუტა - დღეს 1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
34 წლის ბიჭი ჩხოროწყუს პოლიცის თანამშრომელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - რა კავშირი აქვს უმძიმეს საქმესთან დეპუტატ იზორიას
არჩილ თალაკვაძე არ პასუხობს კითხვას შეაგინა თუ არა ბიძინა ივანიშვილს
დაწერე კომენტარი