ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას „მილოცვა“ გაუგზავნა

ბიბოლოვი და პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას ე.წ. რესპუბლიკის დღის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით „მილოცვა“ გაუგზავნა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

„ეს დღესასწაული იქცა სამხრეთ ოსეთის იმ მოსახლეობის გმირობის სიმბოლოდ, ვინც ბრძოლით დაიცვა თავისი თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების კანონიერი უფლება“ – ნათქვამია „მილოცვის“ ტექსტში.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ ტექსტში ასევე საუბარია რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის „მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის“ მნიშვნელობასა და რუსეთის მზაობაზე – გააგრძელოს რეგიონისთვის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით დახმარების გაწევა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ – წერს კომინფ.ორგ.

 

loading…
გააკეთე კომენტარი!