ვლადიმერ პუტინი დასავლეთის ქვეყნებს ურჩევს, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესაძლო შედეგებზე დაფიქრდნენ

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთის ქვეყნებს ურჩევს, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, შესაძლო შედეგებზე დაფიქრდნენ. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ამგვარ აგრესიულ ნაბიჯებზე, რომლებიც რუსეთისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, თანაზომიერ რეაგირებას მოვახდენთ. ჩვენი კოლეგები, რომლებიც გამწვავებაზე თამაშობენ, უკრაინისა და საქართველოს ალიანსის სამხედრო ორბიტაში ჩართვისკენ მიისწრაფიან. უმჯობესია, დაფიქრდნენ ამგვარი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა სხვა პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც ერთობლივი მუშაობისკენ იქნება მიმართული. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც ესაუბრა.

„ევროპაში უსაფრთხოების, სტაბილურობის უზრუნველყოფის გასაღები  თანამშრომლობის გაფართოებაში, ნდობის აღდგენაშია და არა  – რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ახალი ბაზების, სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებაში, რაც ახლა ხდება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა კრემლში ელჩების მიღებისას.

loading…

პოპულარული

გორში საჭმლის მოუმზადებლობის გამო 52 წლის მამაკაცმა მეუღლე ხის ჯოხით სცემა
"შალალო“ ალაპარაკდა...გისოსებს მიღმა შეიძლება ვიხილოთ ოპოზიციის წევრები" - ადვოკატი ხმაურიან დაჭერებს აანონსებს
"მამაჩემს უთქვამს ჩემზე, ეგ თავის შვილებს ნახულობს კვირაში ერთხელ და სხვისას რავა მეიტაცებდაო..." - ვისში აერია პოლიციას ნიკა ქავთარაძე
"რაო, კახაბერ გავიდა ერთი წელი და ვერ გააკეთე ვერაფერი ჯერ ხომ?..."- ელისაშვილი კახა კალაძეს
დაწერე კომენტარი