ვიწყებთ პარლამენტის მთლიანად პიკეტირებას – ამ ღამეს გამოჩნდება, რისი გამკეთებლები ვართ – გრიგოლ ვაშაძე

არ ვიშლებით და ვიწყებთ პარლამენტის მთლიანად პიკეტირებას, იმიტომ, რომ ამ ორგანომ დაკარგა თავისი ფუნქცია,- ასე მიმართა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ” ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

“ამ ღამეს გამოჩნდება, რისი გამკეთებლები ვართ…გავხევთ ნაკერავზე”, – განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

დაწერე კომენტარი