“ვიღაც გადმოვიდა მანქანიდან ხანჯლით და დაჩეხა ყველა” – წავკისში დაჭრილის მამა

წავკისში დაჭრილი ახალგაზრდის მამა აცხადებს, რომ მკვლელობა და დაჭრა ცივი იარაღით მოხდა

“ქალი შემოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ გარეთ ხმაურია. მითხრა, რომ ჩემმა შვილმა ვიღაც დაჭრილი წაიყვანა საავადმყოფოში, თურმე ჩემი შვილიც დაჭრილი ყოფილა. ორივე ფილტვზე ოპერაცია გაუკეთეს და ელენთაზე იყო კიდევ დანა დარტყმული. უცხოები მოვიდნენ, ვიღაც გადმოვიდა ხანჯლით და მან დაჩეხა ყველა“, – განაცხადა დაჭრილი ახალგაზრდის მამამ.

გუშინ, წავკისში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი მამაკაცი მოკლეს. მათ ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ორივე გარდაცვლილი 30-წლამდე ასაკის მამაკაცია. მომხდარი დაპირისპირების შედეგად ასევე დაჭრილია ორი პირი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მოკლულები არიან ბიძაშვილები – ლექსო და დავით ფეიქრიშვილები.

პოპულარული

ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებო შეხვედრა ჩაინიშნა - ქართველი მედიკოსების გაფრთხილება კორონავირუსთან დაკავშირებით
ბათუმში მირქმის ტაძარი გაქურდეს - წაღებულია 100 ლარი და თაფლი
უმძიმესი ავარია ქვიშხეთთან - მანქანაში მყოფი მგზავრები მათ შორის 4 ბავშვი სავარაუდოდ დაღუპულია (ვიდეო)
მაიორ დვალიშვილს, რომელმაც ლევან იზორიას ძმისსკანდალური კადრები გაასაჯაროვა, ხელისუფლება ატერორებს - საგანგებო განცხადება
ახალი სკანდალური დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში - მშობლებისა და შვილების მიმოწერა, რომელშიც ისინი განიხილავენ რა ფასად გაშიშვლდებიან გოგონები კამერის წინ (ვიდეო)
კორონოვირუსით დაავადებულთა რიცხვი 90 000-ია - უცნობი ჩინელი მედდას სენსაციური ვიდეომიმართვა მსოფლიოს
უმძიმესი ავარია ქვიშხეთთან - მანქანაში მყოფი მგზავრები მათ შორის 4 ბავშვი სავარაუდოდ დაღუპულია (ვიდეო)
ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი