„ვიღაც გაბოროტებულმა დამიწერა, რით ვერ ჩაძაღლდა ეს ქალიო… მე და ზურა მუდმივად შეხმატკბილებულები არ ვიყავით“ – ხათუნა ჟორდანია

ხათუნა ჟორდანია

ხათუნა ჟორდანია თავისი გამოჯანმრთელებისა და მეუღლის გვერდში დგომის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მძიმე პერიოდის განმავლობაში მის ოჯახს არც კრიტიკა და ლანძღვა აკლდა.

„ერთხელ ჩემი ინტერვიუ იყო გამოქვეყნებული და ვიღაც გაბოროტებულმა მიაწერა, რით ვერ ჩაძაღლდა ეს ქალიო… თავიდან რთული იყო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამაზე ნერვები არ უნდა ავიშალო და მათ სიამოვნება არ უნდა მივანიჭო, ამიტომ უარყოფით კომენტარებს აღარ ვკითხულობ და მშვიდად ვცხოვრობ…

მე და ზურა მუდმივად შეხმატკბილებულები არ ვიყავით, ბევრჯერ იყო მომენტი, არ ვიცი, რამდენად სერიოზულად, მაგრამ გვითქვამს: „მორჩა, დამთავრდა, მე მივდივარ“. ხან ის გარბოდა და ხან – მე. საბოლოო ჯამში, ვერ ველეოდით ერთმანეთს, ზოგჯერ ის თმობდა, ზოგჯერ – მე. ჩვენ დიდი სიყვარული გვეხმარებოდა და ოჯახი დღემდე შევინარჩუნეთ. ვიცი, რომ სადღაც ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც დაუმსახურებლად მოგაყენებს შეურაცხყოფას, ამიტომ თითქმის აღარ ვიყენებ ინტერნეტსივრცეს და მხოლოდ დადებით კომენტარებს ვკითხულობ…“,- ამბობს ხათუნა ჟორდანია.

რეკლამა

დაწერე კომენტარი