ვიტალი საფაროვი გრეტა თუნბერგთან და ბერტა კასერესთან ერთად ჰააგის უნივერსიტეტის კედელზე დახატეს

ვიტალი

მოკლული უფლებადამცველი, ვიტალი საფაროვი ჰააგის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის ერთ-ერთ კედელზე შვედ აქტივისტთან, გრეტა თუნბერგთან და 2016 წელს მოკლულ ჰონდურასელ უფლებადამცველთან, ბერტა კასერესთან ერთად დახატეს.

უნივერსიტეტის განცხადებით, 8 მეტრის სიგანისა და 15 მეტრის სიმაღლის ნამუშევარი მხატვრების დუეტმა Karski & Beyond შეასრულეს.

ნამუშევარი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა და მისი იდეა ორგანიზაცია სამართლიანობა და მშვიდობას ეკუთვნის, თემატიკა და სტუდენტების ჯგუფმა შეარჩია.

“გრეტა თუნბერგი, ბერტა კასერესი და ვიტალი საფაროვი კლიმატისთვის, თავისუფლებისთვის და თანასწორობისთვის არიან თავდადებულნი. ეს არის პატივისცემა სამი ადამიანის მიმართ, რომლებიც აჩვენენებ, რომ ცვლილებების მიღწევა რეალურია”, — ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

დაწერე კომენტარი