
ვის შეუძლია, ამათი სერიოზულად აღქმა? სევდიანი სანახაობაა – ვიოლა ფონ კრამონი კობახიძეზე
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
ევროპარლამენტარი Twitter-ზე აზიარებს პოსტს, სადაც კობახიძე ამბობს, რომ “ფონ კრამონზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ის კრიმინალების მფარველია”.
“ვის შეუძლია, ამათი სერიოზულად აღქმა? სევდიანი სანახაობაა”, – წერს ფონ კრამონი.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარებს – ანა ფოტიგას და ვიოლა ფონ კრამონს “ანტიევროკავშირი” უწოდა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ვიოლა ფონ კრამონზე სერიოზული განცხადების გაკეთება არ შეიძლება და მიზეზად ევროპარლამენტარის პიროვნული ფაქტორებიც დაასახელა.