,,ვის დასჭირდა ჩემს უბედურებაზე გართობა არ ვიცი” – ბესიკ დუღაშვილი არ უპოვიათ

ორი დღის წინ, გაუჩინარებულ კარიკატურისტს ბესიკ დუღაშვილს ამ დრომდე ეძებენ. დღეს „პრაიმნიუსჯორჯიასთან“ საუბრისას დუღაშვილის დამ, ანნა დუღაშვილმა განაცხადა, რომ მისი ძმა ნაპოვნია.

„ცოცხალია, გამოჩნდა! რომელიღაც დედაოს დაურეკავს მისი ყოფილი მეუღლისთვის. ჯერ არ ვიცით სადაა, მთავარია, რომ ცოცხალია“, – თუმცა რამდენიმე საათის წინ ირკვევა, რომ კარიკატურისტი ამ დრომდე არავის უპოვია. 

,,ვის დასჭირდა ჩემს უბედურებაზე გართობა არ ვიცი. ბესო არ უპოვიათ. პოლიციამ უკვე დაკითხა დედა ივლიტა, რომელიც ამბობს, რომ მას ბესო არ უნახავს. დღეს ამ ამბის გამო მთელი დღე ისეთი ბედნიერი ვიყავი, კინაღამ პოლიციის განყოფილებაში ვიცეკვე. ჟურნალისტებს დავუდასტურე, ჩემი ძმა გამოჩნდა-მეთქი და როგორი სირცხვილია, რომ ეს ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდა და ჩემივე სიტყვებს უარვყოფ!”, – განაცხადა ანნა დუღაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა კარიკატურისტმა გუშინ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებლი პოსტი გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მასზე რამდენიმე საათში ძებნა გამოცხადდა. დუღაშვილს სამართალდამცავები და ოჯახის წევრები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ბესიკ დუღაშვილის facebook.com-ზე გამოქვეყნებული პოსტი:,,როცა დაბადებიდან გესმის, რომ ხარ ნიჭიერი, როცა ცხოვრობ პრინციპით “ადამიანებო! გიყვარდეთ ერთმანეთი!”, როცა ცხოვრების დევიზად გაქვს მარკ ტვენის სიტყვები:-“იცხოვრე ისე, რომ მესაფლავემაც დაიტიროს შენი სიკვდილი”… როცა აშენებ საკუთარ ბედნიერებას და ეს ბედნიერება თავისი ფუნდამენტიანად არათუ უბრალოდ გენგრევა, არამედ ქვეშ გიყოლიებს, გსრესს…

არა ბედნიერება, არა ოჯახი, არა წარმატებული კარიერა, არა… არა… არა… და დგები დილემის წინაშე, რომ არჩევანი აღარ გაქვს…

მე გავდივარ… გავდივარ ამასოფლიდან დამარცხებული ცხოვრებასთან ჭიდილში!
გავდივარ იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან…
სუსტი და უმწეო აღმოვჩნდი ამდენ ბრძოლაში…
მე კი უბრალოდ სიცოცხლე მინდოდა, ტკბილი ოჯახი, მოსიყვარულე, გამგები და გამტანი მეუღლე, საყვარელი საქმის კეთება… შვილების აწმყოთი და მომავლით ტკბობა… მშვიდი სიბერე…
დე მე ვიყო ბოლო…
შემინდეთ… და მომიხსენიეთ ლოცვებში
წავედი! თქვენი ბესიკ (ტატო) დუღაშვილი”

loading...

პოპულარული

"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი