ვის ამზადებს პუტინი თავის მემკვიდრედ ?!

ვლადიმერ პუტინის  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ჭორების ფონზე, ცნობილი ხდება, რომ აგრესორი პრეზიდენტი თავისი მემკვიდრის დასანიშნად ემზადება, – ამის შესახებ პუტინის გარემოცვაში მყოფ ერთ-ერთ ანონიმურ პირზე დაყრდნობით „ტელეგრამ“ არხი GENERALL SVR-ი იუწყება.

cyc

“ამ შაბათ-კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი ახლო გარემოცვიდან განიხილა ხელისუფლებიდან ეტაპობრივი წასვლის კონცეფცია და რეჟიმის ხელმძღვანელობის ცვლილების უწყვეტობის უზრუნველყოფის გზები. 

მიმდინარე წლის შემოდგომის ბოლოსთვის, პუტინის ვარაუდით, „ერთიანი რუსეთის“ რეიტინგი დაიკლებს და იქნება მოთხოვნა პარტიის ახალი ლიდერზე. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ რუსეთის მოსახლეობას ქალი ლიდერი სურს.

პუტინი, სავარაუდოდ, თავის ერთ-ერთ ქალიშვილს, ეკატერინა ტიხონოვას, პარტიის ხელმძღვანელის ადგილის დასაკავებლად ამზადებს. ის მიიღებს თანამდებობას და თავად დიქტატორი ვითარებას განერიდება ისე, რომ თითქოს ხელისუფლებას ჩამოშორდა, თუმცა რეალური ძალაუფლება, ჯანმრთელობის გაუარესებამდე, მის ხელში იქნება“, – აღნიშნავს ანონიმური წყარო.

რეკლამა

დაწერე კომენტარი