,,ვისაც გამოცდილი გაქვთ, გეცოდინებათ რამხელა სტრესიცაა” – რა შეემთხვა ნეკა სებისკვერაძეს

ნეკააა

მომღერალ ნეკა სებისკვერაძის აგარაკი გაქურდეს. მომხდარის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს და სამართალდამცველებს მადლობას უხდის.

,,მადლობა არასდროსაა ზედმეტი…

რამდენიმე დღის წინ ჩემი აგარაკი გაქურდული დამხვდა, ვისაც ეს გამოცდილი გაქვთ გეცოდინებათ რამხელა სტრესიცაა. წარმოუდგენლად სწრაფად შეძლო პოლიციამ საქმის გახსნა და მოპარული ნივთების აღმოჩენა, დიდი მადლობა წყნეთის პოლიციის თანამშრომლებს თავდაუზოგავი და ოპერატიული შრომისათვის, გამიმართლა, რომ საქმე ასეთი პროფესიონალების ხელში მოხვდა. განსაკუთრებული მადლობა წყნეთის პოლიციის ხელმძღვანელს მალხაზ გოგიაშვილს, მისი გუნდი სამაგალითო აღმოჩნდა!”, – წერს ნეკა სებისკვერაძე გვერდზე.

დაწერე კომენტარი