„საბედნიეროდ, ამ ქალაქში არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული“ – იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი

ქართველი ემიგრანტი

ქართველმა ემიგრანტმა მაია ხომერიკმა, ფლორენციიდან 14 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქში არსებულ სიტუაციაზე, გადაცემა „ხალხის პოლიტიკაში“ ისაუბრა.

„მე ვიმყოფები ფლორენციიდან 14 კილომეტრში, პატარა ქალაქია და საბედნიეროდ, ამ ქალაქში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. ეს გვაძლევს იმედს, რომ იმ შეზღუდვის ვადაში, რომელიც სამ აპრილამდეა დაანონსებული შესაძლოა ყველაფერი მშვიდობიანად წარიმართოს. თუმცა არის უკვე შემთხვევები შემოგარენ ქალაქებში და რამდენად დაცულები ვიქნებით ჯერ არ ვიცი. ამ ქალაქს აქვს მხოლოდ ორი გასასვლელი და ორივე ჩაკეტილია. გადაადგილება ერთი ქალაქიდან მეორეში შესაძლებელია სპეციალური საშვით, სადაც უნდა იყოს მითითებული თუ რა მიზნით და რამდენი ხნით გადაადგილდები. გარდა ამისა, ყველა იზოლაციაშია მოქცეული. ვკონტატობთ მხოლოდ დისტანციურად. ჩვენთან საფრთხე ნაკლებადაა“, – აღნიშნა მაია ხომერიკმა.

loading...

პოპულარული

zdnet.com: 4.9 მილიონზე მეტი ქართველის პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა
"საშინელი, უსაშველო ხველა ორი კვირა გაგრძელდა, ყველას სხვადასხვა რამ აგვტკივდა..." - რას ყვება ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელიც კორონავირუსისგან სახლში განიკურნა
"თაიმ სქვერზე გვამების შესანახი მაცივრები გამოიტანეს... ეს შემზარავი სანახავია" - რას ჰყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი
როდის არის მოსალოდნელი საქართველოში კორონავირუსის პიკი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
დაწერე კომენტარი