ვინ მიაწოდა ინფორმაცია 28 წლის ბიჭის მკვლელობის შესახებ ოჯახს და რატომ ეძებენ კეკელიას ცხედარს რიონში – ახალი დეტალები

“ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, მდინარე რიონში 28 წლის ირაკლი კეკელიას ცხედრის სამძებრო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.
სამუშაოებს ცუდი ხილვადობა ართულებს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მკვლელობა მას შემეგ გაიხსნა, რაც მოკლულის ოჯახმა თვითმხილველისგან შეტყობინებამიიღო. წერილში საუბარი იყო, ირაკლი კეკელიას მკვლელობაზე.

სავარაუდოდ წერილშივე ეწერა ბრალდებულების სახელები, რომელებიც პოლიციამ თავდაპირველად გაოკითხა. ერთ-ერთმა კი ჩადენილი დანაშაული აღიარა.

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, რიონში კეკელიას ცხედრის სამძებრო სამუშაოები ეჭვმიტანილების ჩვენების საფუძველზე მიმდინარეობს.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები გუშინ დააკავეს, გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი დასახიჩრებულია. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილნარში მცხოვრები ირაკლი კეკელია 31 დეკემბერს გაუჩინარდა.

“ნიუპოსტი”

loading…

პოპულარული

ერთ კვირაში გაზი გაძვირდება!
„ამის გამკეთებელი არის ნაძირალა“ - გორში ფერმერს ვაშლის 128 ხე მოუჩეხეს (ფოტოები)
„ბოლო წლებმა დამარწმუნა, რომ ადამიანს ადამიანისთვის არათუ ტალახის სროლა, პირდაპირი გაგებით ხორცის გლეჯვაც შეუძლია“ - პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს
"ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოულოდნელი შედეგით დასრულდა - ვინ გავარდა შოუდან (ვიდეო)
დაწერე კომენტარი