ვინ იცის ახლა თქვენი გაზრდილი მოწაფე სადაა ან როგორააა – ჟურნალისტი

პედაგოგი

ჟურნალისტი ავთო დვალიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გარდაცვლილი ფეხბურთელის პედაგოგის კომენტარს ეხმაურება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული ქალბატონი ლია ჩხენკელი პედაგოგი არაა. თუმცა, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა მისი კომენტარის ფოტო სქრინი გარდაცვლილი ფესბურთელის შესახებ, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქალბატონი პედაგოგი არაა და როგორც თავად ამბობს სიტყვები აერია „უწიგნურის“ ნაცვლად „უწყინარი“ უნდა დაეწერა, საზოგადოებამ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა.

ამ ამბავს გამოეხმაურა ჟურნალისტი  ავთო დვალიშვილი და აღნიშნა, რომ ადამიანებზე ფსიქოლოგიური ძალადობის მომხრე არაა, თუმცა ამ ფაქტმა გააღიზიანა.

„ძალიან წინააღმდეგი ვარ ადამიანების ჩაქოლვის, არც ვაპირებ ამის გაკეთებას. თუმცა ქალბატონს, რომელმაც შაქარაშვილს უწიგნური უწოდა და გვისაყვედურა, რა ამბავი ატეხეთო, აუცილებლად უნდა ვუთხრათ. ქალბატონო, თქვენ არცერთ პროფესიაში ივარგებთ, რადგან როგორც ჩანს ადამიანურ თვისებებში გაქვთ პრობლემები. არ აქვს მნიშვნელობა, პედაგოგი ხართ თუ ზეინკალი, მაგრამ ზეინკლად თუ არ ივარგებთ, არაუშავს. აი, თუ პედაგოგი ხართ, ძალიან ცუდი. ძალიან… ესეიგი შესაძლოა თუნდაც ერთ მოზარდს გადაეცით თქვენი იდეოლოგია და ვინ იცის ახლა თქვენი გაზრდილი მოწაფე სადაა ან როგორააა.“- წერს დვალიშვილი.

დაწერე კომენტარი