ვინ იყო 15 წლის გოგონა, რომელიც ქობულეთში ავარიას ემსხვერპლა

 გუშინ, ქო­ბუ­ლეთ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 15 წლის ლიკა სარ­ჯვე­ლა­ძის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა ქო­ბუ­ლე­თის შე­მოვ­ლით გზა­ზე მოხ­და – ერ­თმა­ნეთს ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. ავა­რი­ის დროს ლიკა მან­ქა­ნა­ში მა­მას­თან და უმ­ცროს ძმას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. გო­გო­ნა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ორი­ვე და­შა­ვე­ბუ­ლი კი, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა ბა­თუ­მის მე­ო­თხე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ლი­კას ოჯა­ხი ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­და­ნაა.

15 წლის ლიკა სარ­ჯვე­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს, მისი მე­გობ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი პოს­ტე­ბით გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ და სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­დეს ოჯახს:

“რო­გო­რი თბი­ლი იყა­ვი, რო­გორ ყვე­ლა­ფერ­ზე ბრაზ­დე­ბო­დი. მე არ მჯე­რა შენი სიკ­ვდი­ლი, არ მჯე­რა რო ვე­რას­დროს გნა­ხავ. მუ­დამ მეყ­ვა­რე­ბი და ჩემს გულ­ში იქ­ნე­ბი”

“ჩემო ლა­მაზ­თ­ვა­ლე­ბა, მო­ნატ­რე­ბუ­ლო. არ მგო­ნია რომ ვე­ღა­რას­დროს გნა­ხავ, არ მჯე­რა რომ შენ ლა­მაზ ღი­მილს ვე­ღარ და­ვი­ნა­ხავ. ჩემო მმ­ზე­თუ­ნა­ხა­ვო. ახ­ლაც მგო­ნია რომ გვცდი და მაგ­რად დაგ­ვცი­ნი ყვე­ლას. ყვე­ლა­ფერს მივ­ცემ­დი, ოღონდ ახლა მარ­ტო ერთხელ ჩა­მა­ხუ­ტა შენ­თან, ჩემო ღი­მი­ლის გო­გოვ.” – წე­რენ ლი­კას მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით გუ­ლის­ხმობს.

AMBEBI.GE

პოპულარული

"რა რაოდენობის ხალხიც არ უნდა ჩამოიყვანოს ივანიშვილმა, ამ რაოდენობას არ ახლავს მუხტი, ივანიშვილს არ აქვს მორალური უპირატესობა, ის დამარცხებულია ქართველ ხალხთან" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
"ოცნების" აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი და მისი სამი თანამშრომელი ავარიაში მოყვნენ
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" ოპოზიციის წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა დასრულდა
ოპოზიციური პარტიების ლიდერები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ
"არასაარჩევნო პერიოდში, კონტრაქციისთვის საჯარო მოხელეები ძალდატანებით ჩასვა ავტობუსებში, ჩამოიყვანო იმიტომ, რომ ოპოზიციას მოუწყო აქცია, ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა" - ნიკა მელია
სუპერსექსუალური მალიბუ ტუღუში ახალ კლიპში გაშიშვლდა (ვიდეო)
"წამოიყვანე ვინც გინდა და აგიხსნიან ყველაფერს" - დაპირისპირება კახი კალაძესა და მოსახლეობას შორის (ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საერთაშორისო სკანდალი: 9/11-ის ტერაქტის საქმის მთავარი მოწმე ქართულ ციხეშია - აშშ-ს მწვავე ბრალდებები საქართველოს ხელისუფლებას
დაწერე კომენტარი