ვინ იყო სამხედრო, რომელიც საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის  მე-10  კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სანადირო თოფი. 

„გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“. – ნათქვამია განცხადებაში.

ამ კვირაში ქართველი კონტრაქტორი ჯარისკაცის გარდაცვალების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 12 მაისს ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე 24 წლის რიგითი ვლადიმერ მახათაძე გარდაცვლილი იპოვეს. 

პოპულარული

ქალწულის პერიოდი იწყება - რა გელოდებათ სასიყვარულო ურთიერთობაში
რა ხდება კურიერის "ნიუსრუმში" - დავით ქაშიაშვილი ვიდეოს ავრცელებს
„მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა“ - დიანა ჯოჯუა
21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი