ვინ იყვნენ პატარძალი და მისი მეჯვარეები, რომლებიც საშინელ ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ (ფოტოები)

დღეს დილით, ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მთიან რაიონში, კატასტროფა განიცადა თურქულმა კერძო თვითმფრინავმა, რომელიც დუბაიდან სტამბოლში მიფრინავდა.

თვითმფრინავში 11 ადამიანი იმყოფებოდა – რვა მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი. ტრაგედიას ყველა მათგამი ემსხვერპლა.

თვიმფრინავში, წინასაქორწილო წვეულებაზე მყოფი პატარძალი და მისი 7 უახლოესი მეგობარი, 7 მეჯვარე მყოფებოდა.
პატარძალი, ცნობილი თურქი ბიზნესმენის ჰუსეინ ბასარანის ქალიშვილი 28 წლის მინა ბასარანია. მინა ბასარინისა და მისი საქმროს მურატ გეზერის ქორწილი მომავალ თვეში იყო დაგეგმილი.

გოგონები რამდენიმე დღით დუბაიში იმყოფებოდნენ. დასვენების ფოტოები მინამ ინსტაგრამზეც ატვირთა, რომელზეც ყველანი ერთად იმყოფებიან. მის მიერ ატვირთული ერთ-ერთი ბოლო ფოტოა, ფოტო “შანელის” ჩვენებიდან, როგორც ჩანს ის პარიზში დაესწრო ჩვენებას და შემდეგ დუბაიში წავიდნენ.

საგამოძიებო სასმახურის ხელმძღვანელის თქმით, ცხედრები უკვე ნაპოვნია, თუმცა ისინი დამწვარია და მათ ამოსაცნობად დნმ-ის ანალიზია საჭირო.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა.

 

loading…

პოპულარული

ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
თბილისში, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, მანქანა გასტაცეს - გამტაცებელმა 5 ავტომობილი დაამტვრია
3 მილიარდ ლარზე მეტი დავალიანება - ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის ატვირთულია ინფორმაცია 407 ათასზე მეტი მსესხებლის შესახებ
დაწერე კომენტარი