ვინ დაურეკა მცხეთის პოლიციიდან ფოტოგრაფ ბრეგვაძეს? – შაქარაშვილის საქმის დეტალები

შაქარა და იაკობი

„მთავარი არხი“ შაქარაშვილის საქმეზე ახალი დეტალების გარკვევას აგრძელებს. მცხეთის პოლიციის უფროსი „მთავარ არხს“ დაემალა. კითხვაზე, ვინ დაურეკა მცხეთის პოლიციის განყოფილებიდან 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ბურუსით მოცული საქმის მთავარ მოწმეს, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძეს, დავით თამაზაშვილმა პასუხის გაცემა არ ისურვა. რაც შეეხება დანაშაულის ადგილს, ამ დროისთვის მცხეთაში, ხიდთან, პოლიციაა მობილიზებული, სამართალდამცავები დგანან ფერად შენობასთანაც – ტერიტორიაზე, რომლიც უკვე განდგურებული და გადამწვარია.

ბრალდებულების ადვოკატები კი კვლავ მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის ბრალის დამძიმების აბსურდულობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, რადგან არ არის კონკრეტული მტკიცებულება, რომ „ტოიოტა ქამრიში“ მყოფ ექვს პირს კავშირი ჰქონდა შაქარაშვილის მკვლელობასთან.

„ვნახოთ რა მიმართულებით წავა გამოძიება და შეძლებს თუ არა გამოძიება, ზოგადად გამოკვეთოს ვინმე იმ დანაშაულთან მიმართებით, რა მუხლითაც დაიწყეს ახლა გამოძიება. მე არ ვგულისხმობ აქ “ტოიოტა ქამრის”, ზოგადად ვლაპარაკობ. ამ ეტაპზე ამ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისთვის, რომ ვინმეს წარედგინოს საერთოდ ბრალი“, – ამბობს ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.

დაწერე კომენტარი