ვინ დაეხმარა 10 წლის ბავშვს, რომელიც ერთ ჭიქა რძეს და ერთ ნაჭერ პურს ნატრობს

ვასო

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურში, ვერხვანის უბანში მცხოვრები 10 წლის ვასო ღვინიანიძე დახმარებას ითხოვს. მოზარდის ვიდეოს ორგანიზაცია “სიკეთის ქალაქი” ავრცელებს. როგორც ვიდეოშია ნათქვამი, ვასო ღვინიანიძე ობოლია, არ ჰყავს მამა. ცხოვრობს ავადმყოფ დედასა და ბებიასთან ერთად. ღვინიანიძის მთავარი პრობლემა ისაა, რომ საკვები არ აქვს და ხშირად ერთი ჭიქა რძისა და ერთი ნაჭერი პურის ნატვრაშია.

აღნიშნული ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ვასო ღვინიანიძესთან ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი მივიდნენდა საკვები პროდუქტები მიუტანეს.

როგორც ვანის მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ ოჯახს ვანის მუნიციპალიტეტის მერიისთვის დახმარების თხოვნით არასდროს მიუმართავს, ხოლო მუნიციპალიტეტის მერმა ოჯახის პრობლემის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყო.

“დღეს მე მოვედი თქვენთან იმის გამო, რომ ადგილზე გავეცნო არსებულ მდგომარეობასა და სოციალურ ფონს. როგორც საუბარში აღნიშნეთ, არ გქონდათ ინფორმაცია რა დახმარების გაწევა შეუძლია ადგილობრივ ხელისუფლებას თქვენთვის. ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომელშიც ჩაგრთავთ და სახვადასხვა ტიპის დახმარებებს მიიღებთ. ამ კვირაში გელოდებით მერიაში, უნდა დაწეროთ განცხადება ფულადი დახმარების შესახებ და შესაბამის რეაგირებასაც მოვახდენთ. მე გპირდებით, რომ თქვენ პრობლემებით ყოველთვის დავინტერესდები და გვერდით დაგიდგებით,”–აღნიშნა ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა.

loading…

პოპულარული

ევროპის ჩემპიონის ცემის სკანდალი - ვეტერანი სპორტსმენები გეგეშიძის ქმედებას სამარცხვინოს უწოდებენ და საკითხის შესწავლას ითხოვენ
21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ლენინის მუმიის დამარხვა რუსეთში პროტესტებს გამოიწვევს - პუტინის მრჩეველი
მამაკაცს, რომელსაც ქართველმა ექიმებმა სიმსივნე დაუდგინეს, ტუბერკულოზი აღმოაჩნდა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი