ვინ გააქრო სუს-მა კადრებიდან? – ჩატაევის საქმის სკანდალური მასალები და კადრები, რომელიც ,,კურიერმა“ მოიპოვა

კურიერმა აჰმედ ჩატაევის საქმის მასალები მოიპოვა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ბერი გაბრიელი სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებული პირები სპეცოპერაციამდე თბილისის ქუჩებში, მაღაზიებში, ბანკებსა და სავაჭრო ცენტრებში გადაადგილდებოდნენ.

შავი ჩაი ასკილით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი და ჩატაევის რაზმის წევრები ერთად ჩანან. ვიდეო ვაგზლის მოედანზე, სავაჭრო ცენტრ პასაჟის მობილური ტელეფონების მაღაზიებშია გადაღებული.

კადრებში კიდევ ერთი პირი ჩანს, რომელიც ჩატაევის თანამებრძოლებს ესაუბრება, თუმცა მისი სახე სუს-მა დაფარა.

კურიერის მოპოვებულ კადრებში თემირლან მაჩალიკაშვილი, ასლანბეგ სოლტახმედოვი, შოაიფ ბორზიევი და მეოთხე პირი ჩანს, რომელის ვინაობასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასაიდუმლოებს და გავრცელებულ მასალაში მის სახეს მალავს.

უცნობი პირი არც ლიკვიდირებულებს და არც დაკავებულებს შორის არააა.

კურიერის ინფორმაციით, ის ერთ-ერთი ბრალდებულია, რომელიც სამართალდამცველებს გაექცათ. კონფიდენციალური წყაროს ცნობით, მან საქართველოს სარფის საბაჟო პუნქტის გავლით დატოვა.

ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ რამაზ მარგოშვილის მეუღლე ამტკიცებს, რომ ჩატაევის დაჯგუფების წევრები პანკისის ხეობაში შარშან ჩავიდნენ და ადგილობრივებს ტურისტებად გაეცნენ.

loading…
იტვირთება…

პოპულარული

"ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის აღარ არსებობს" - გიორგი შენგელაიას პირველი კომენტარი ივანიშვილის მიერ სტიპენდიის მოხსნაზე
"ტორმუზი და გაზი ამერიაო..."- პარლამენტთან ავარია მოხდა, ავტომობილი სახლის შიდა ეზოში ჩავარდა
როდის უნდა იბანაოთ თუ გინდათ, რომ სიყვარულში და ფინანსებში გაგიმართლოთ
"გაუნათლებელი კაცია, წიგნი მივუტანე, მითხრა ჩემი ცოლი წაიკითხავს და შინაარსს მომიყვებაო" - შენგელაია ივანიშვილზე
დაწერე კომენტარი