ვინ არის 25 წლის მაშველი, რომელიც დღეს ბათუმში ტრაგიკულად დაიღუპა

მაშველი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ცოტა ხნის წინ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა მეხანძრე – მაშველი თორნიკე კიპაროიძე, რომელიც ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

თორნიკემ სახანძრო-სამაშველო ძალებში 1 წლის წინ დაიწყო მუშაობა. მანამდე ის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.

25 წლის მეხანძრე-მაშველი 2018 წელს დაქორწინდა. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

დაწერე კომენტარი