ვინ არის 25 წლის გოგო, რომელიც ქმარმა ქმრით გაგუდა – ბოლნისში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალები

ბოლნისში მონხდარი შემზარავი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.31 წლის ილგან ნასიბოვმა 25 წლის ცოლი ნიჯარ ნასიბოვი ქამრით გაგუდა.
როგორც ირკვევა, ცოლ-ქმარი აზერბაიჯანიდან გუშინ ბრალდებულის მშობლების ჩამოვიდა. გვიან ღამით კი ახლობლებს პოლიცია დაუკავშირდა და მკვლელობის შესახებ აცნობა.
მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებული, არსებუული ინფორმაციით ახალგაზრდა კაცი პოლიციას თავად ჩაბარდა.
ახლობლები ამბობენ, რომ მკვლელობამდე ცოლ-ქმარმა მათ უთხრეს, რომ მეგობართან მიდიოდნენ.
“10 საათი იქნებოდა, როცა პოლიციამ დაგვირეკა. რუსთავში ექსპერტიზაზე ჰყავდათ, დღეს კი ნაჯარის მშობლები ჩამოვიდნენ და ცხედარი ბაქოში გადაასვენეს”- განაცხადა ადგილობრივმა.
დაღუპულს 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარში ბრალდებული პირი დაკავებულია. გამოძიება კი, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნიუპოსტი

პოპულარული

გია სურამელაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება - მომღერალი სცენას ტოვებს
„რაც მოხდა ვხვდები, მაგრამ მინდა ბოლომდე მასე არ იყოს“ – სკანდალური აუდიო ჩანაწერი გიორგი შაქარაშვილის საქმიდან
შაქარაშვილის საქმის სკანდალური გაგრძელება: პროკურატურამ შეცდომით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები გადმოგვცა - ადვოკატი
სასიხარულო ინფორმაცია - ლიფტის შახტაში ჩავარდნილი 6 წლის ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გონს მოვიდა
დაწერე კომენტარი