ვინ არის 23 წლის ემიგრანტი გოგონა,რომელიც საბერძნეთში გარდაცვლილი იპოვნეს-სოფოს 2 თვის ბავშვი დარჩა

სა­ბერ­ძნეთ­ში 23 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას “ფე­ის­ბუ­ქის” გვერ­დზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია “ემიგ­რან­ტთა იმე­დის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძე ავ­რცე­ლებს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი სოფო წიკ­ლა­უ­რია და ქალს 2 თვის ბავ­შვი დარ­ჩა.

“გარ­და­იც­ვა­ლა ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი 23 წლის სოფო წიკ­ლა­უ­რი. იპო­ვეს ბი­ნა­ში ორი დღის გარ­დაც­ვლი­ლი, დარ­ჩა 2 თვის ბავ­შვი, რო­მელ­საც ძაღ­ლი და­რა­ჯობ­და…” – წერს სი­ხა­რუ­ლი­ძე.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას შე­სა­ხებ წერს კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი და­რე­ჯან ღამ­ბა­ში­ძე:

“სოფო სამი წლის წინ გა­ვი­ცა­ნი, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას ჭკვი­ან, კრი­ა­ლა თვა­ლე­ბი­დან, სევ­და­ნა­რე­ვი ტკი­ვი­ლი მი­ყუ­რებ­და. მივ­ხვდი ცხოვ­რე­ბის სუს­ხი­ან წლებს მარ­ტო უმკლავ­დე­ბო­და. არა­და სულ 23 წლის თუ იქ­ნე­ბო­და. მინ­დო­და დავ­ხმა­რე­ბო­დი, ვთხო­ვე მო­სუ­ლი­ყო ჩვენს “ქარ­თულ სახ­ლში”, დამ­პირ­და კიო, თით­ქოს წა­მი­ე­რად მოს­წყდა წარ­სუ­ლის წა­მებს, გა­ი­ხა­რა ჩვე­ნი შეხ­ვედ­რით, მაგ­რამ არ მო­ვი­და, და­მე­კარ­გა… ამ დღე­ებ­ში ბავ­შვის სუ­რა­თი გად­მო­მიგ­ზავ­ნა, ბო­დი­ში მო­მი­ხა­და, რომ “და­ვი­კარ­გე­თო”.

დღეს კი შავ ფარ­დად და­ეშ­ვა სიყ­ვა­რუ­ლი, ოც­ნე­ბა, იმე­დი და ყვე­ლა მისი სა­ი­დუმ­ლო. ბავ­შვი­ვით გავ­შრი… სოფო დავ­კარ­გეთ, ალ­ბად უკა­ნას­კნე­ლად ცრემ­ლი მოს­წყდა გა­ნა­წა­მებ დე­დას, რო­მე­ლიც მის ერთი თვის შო­ბილს ხარ­ბად უყუ­რებ­და და შვე­ლას ითხოვ­და. მისი პა­ტა­რა დე­დას ვე­რა­სო­დეს ნა­ხავს, ტრა­გი­კუ­ლად დამ­თავ­რდა ამ პა­ტა­რა გო­გო­ნას ყოფა ემიგ­რა­ცი­ა­ში. ბედს წი­ნას­წარ ვე­რა­ვინ გათ­ვლის. ემიგ­რა­ცი­ა­ში კი მსხვერ­პლი იზ­რდე­ბა. ვე­რა­ფერს ვშვე­ლით…” – წერს ღამ­ბა­ში­ძე.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბერ­ძნეთ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის გად­მოს­ვე­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რა­ში ჩარ­თუ­ლია ათენ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო.

პოპულარული

"ეჭვი მქონდა, რომ რაღაც ხდებოდა..." - რას ჰყვება აღაიანში მოკლული ჩვილის მამა არასრულწლოვან ცოლთან ურთიერთობაზე(ვიდეო)
"ქორწილი გვაქვს, ჩვენს ორ პატარას ატარებ მუცლით...ჯვარს ვიწერთ და ვიდრე სიკვდილი ვერაფერი დაგვაშორებს ჩვენ" - რას წერდა ავარიაში დარუპული არჩილ კვაჭაძე მეუღლეს
7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედის ახლობლები "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
"ვერ ვასრულებ დანაპირებს და ძალიან ბევრს ვტირი, ბოდიში რომ შენს გოგოსაც ვაწუხებ, მეშინია..." - ოზურგეთში, ავარიისას დაღუპული ბაიკერის მეუღლის ემოციური წერილი
დაწერე კომენტარი