ვინ არის 22 წლის გოგონა, რომელიც გლდანში საშინელ ავარიას ემსხერპლა

საზარელ ავარიებს ჩვენს ქვეყანაში ბოლო არ უჩანს. უბედურმა შემთხვევებმა უამრავი ოჯახი გაანადგურა. ამჯერად კიდევ ერთი ახალგაზრდა და ლამაზი სიცოცხლე იმსხვერპლა ავარიამ – 22 წლის მარიამ წურწუმია ჯერ არც დაუკრძალავთ. მას გლდანში, ზებრაზე გასასვლისას მანქანა დაეჯახა. საჭესთან ახალგაზრდა ბიჭი აღმოჩნდა.

შემთხვევა გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გოგონას მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ფეხით გზაზე გადადიოდა. გოგონა ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი სამართალდამცველებს ჩაბარდა.
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
ამ ტრაგიკულმა შემთხვამ სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი შეძრა.
„როგორგვატკინე გული მარი, ჩემი ლამაზი გოგო… რით ვანუგეშოთ შენი დედა“
„რა ამბავია ამდენი ახალგაზრდების ტრაგედია? გასკდა გული, სად გვყავს დასაკარგი ახალგაზრდობა უფალმა გაანათლოს მისი ლამაზი სული, გამძლეობა მისცეს მის ოჯახს მწარე ტკივილია…“ – მსგავსი კომენტარები მარიამს ფოტოს უამრავი აქვს.
მარიამს მამა არ ჰყავდა, დედა კი თურქეთში მუშაობდა და იქედან ეხმარებოდა შვილს.

MSHOBLEBI.GE

loading…

პოპულარული

"კალანდია, დიდადაც უნდათ დაიჭირონ, მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ, თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ" - სუბელიანის სკანდალური აღიარება ხორავას ქუჩის საქმეზე
"ხელისუფლებას თუ უნდა, რომ გადარჩეს, ძალიან დიდი და სერიოზული თავები უნდა გააგოროს" - გია ხუხაშვილი სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრობს
ვიქტორ ჯაფარიძე ციხეში მირზა სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს - „არასერიოზულად მივიჩნიე მირზას საუბარი“
„...კი, თავში ჩავარტყამთ...“ - ირაკლი კობახიძე მირზა სუბელიანის სკანდალურ ჩანაწერს „წარუმატებელ სპექტაკლს“ უწოდებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი