ვინ არის 16 წლის მუშა, რომელიც დღეს მშენებლობაზე გარდაიცვალა და რა ტრაგედია გადახდა მის ოჯახს თავს მანამდე

თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მუშა, 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა. არასრულწლოვანი დედასთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდანაა, რომელიც სოფელ აფენის თემში შედის. აფენში

მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, გია გაფრინდაშვილის ინფორმაციით, ბეშკენაძეები ხელმოკლედ ცხოვრობდნენ.

„კარგა ხანს ეხმარებოდა მუნიციპალიტეტიცა და წითელი ჯვარიც. ბოლო ერთი წელია, ხშირად იმყოფებოდნენ მეზობელ სოფელ ლელიანში ბიძასთან“ – თქვა გაფრინდაშვილმა.

რამდენიმე წლის წინ, ბეშკენაძეებს თავს ტრაგედია დაატყდა. გაურკვეველი მიზეზით თავი მოიკლა გარდაცვლილის უფროსმა ძმამ. ოჯახის მამა შვილზე დარდს ვერ გაუმკლავდა და შვილის საფლავზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გიორგი ბეშკენაძე მშობლიურ სოფელში ჯერ არ ჩაუსვენებიათ.

პოპულარული

თბილისში ყაჩაღებმა ბინის მეპატრონეები მოკლეს და გვამებზე მოისაქმეს - ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა
"2 წლის ბიჭუნას 15 წლის ძმა დეკემბერში დაეღუპა, პატარა კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"- ომარიკოს დახმარება სჭირდება
სირია: მამა თურქული ავიაციის მორიგი დაბომბვისას დაღუპულ შვილს დასტირის
დიდი რეპრესიები „კანონიერ ქურდებში“ - კალაშოვის კლანი და ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტების“ გავლენა
დაწერე კომენტარი