ვინ არის ქართველი ახალგაზრდა, რომელიც აშშ-ში მოკლული იპოვეს

აშშ-ში, ქალაქ ლუისვილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში პოლიციამ ორი მამაკაცის ცხედარი იპოვნა, მათ შორის ერთი ქუთაისელი, 31 წლის დავით კანდელაკია.

არსებული ინფორმაციით, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ათ წელზე მეტია რაც ცხოვრობს.
მას მეუღლე და ორი ტყუპი შვილი დარჩა.
აღნიშნულთან დაკავშირებით “ფეისბუქზე” qუთაისელი მწერალი და ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი პოსტს აქვეყნებს :

“ამერიკის შეერთებული შტატების პატარა ქალაქში, კიდევ ერთ ამერიკელ ახალგაზრდასთან ერთად, ტყვიით მოკლული იპოვეს 31 წლის ქართველი ექიმი დავით კანდელაკი. პოლიცია მუშაობს გაურკვეველ გარემოებაში მომხდარი მკვლელობის გასახსნელად.

ეს – ცივი, ოფიციალური ინფორმაცია.

ჩვენთვის კი…მოულოდნელი, თავზარდამცემი ელდა იმისა, რომ დაიღუპა ჩვენი ულამაზესი, უნიჭიერესი, უკეთილშობილესი, სიცოცხლით სავსე დათო კანდელაკი – დიდი კარიერის საფეხურზე შემდგარი ახალგაზრდა ექიმი, ტყუპი ქალ-ვაჟის მამა, მშვენიერი ნატაშას მეუღლე, საუკეთესო შვილი, ძმა, მეგობარი, ადამიანი, ქუთაისზე შეყვარებული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მეუღლესაც შეაყვარა თავისი მშობლიური ქალაქი, ქართული ტრადიციები, ენა.

დათომ ქუთაისის სერგეი მესხის სახელობის ჟურნალისტიკის კერძო სკოლა-ლიცეუმი დაამთავრა. ყოველნაირად გამორჩეული, ბრწყინვალე მოსწავლე იყო და, როგორც მის მასწავლებელსა და ლიცეუმის დირექტორს, მეგონა, მალე ჟურნალისტიკაში, ან პოლიტიკაში ხმამაღლა იჟღერებდა მისი სახელი, მან კი სრულიად სხვა არჩევანი გააკეთა: ამერიკაში წავიდა და თავდადებული შრომით, განსაკუთრებული ცოდნისწადილით უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო. სულ ახლახან ლიცენზიაც დაიმსახურა და წინ დიდი პერსპექტივა ჰქონდა. დავით კანდელაკი თავისი ქვეყნის სახე იყო შორეულ ქვეყანაში: კულტურული, განათლებული, კეთილშობილი, ყველასგან პატივსაცემი და დასაფასებელი. მისი ფეისბუკის გვერდი სავსეა იქაური მეგობრების მწუხარე გამოსათხოვარი სიტყვებით.
სულ ახლახან ცოლ-შვილთან ერთად უკანასკნელად იმყოფებოდა ქუთაისში დათო. სამსახურში მეწვია , ბევრი მეფერა, მითხრა, რომ ლიცეუმში მიღებული უნარჩვევები ცხოვრებაში მრავალჯერ დაეხმარა. ბოლოს მოკრძალებით გადმომცა პროფესიული საჩუქარი – პაწია, ძალზე კომფორტული დიქტოფონი…

რას ვიფიქრებდი, რომ ეს დათუნას გამოსათხოვარი ჟესტი იყო… თურმე უკანასკნელად ვუყურებდი მის ულამაზეს ღიმილს! ბევრი ვიტირე, მაგრამ რას შველის ცრემლი ამ ტრაგედიას!.

loading…

პოპულარული

აუქციონი დასრულებულია - აზერბაიჯანელმა მოდელმა ქალწულობა 2 400 000 ევროდ გაყიდა (ფოტოები)
"მე გეტყვით ახლა, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის მკვლელობა... დიდი ხანი ვდუმდი ამაზე"
10 000 ლარის მოპარული სამკაული - ირინა ონაშვილი ოჯახის დამხმარე ქალმა გაქურდა
"ავადმყოფი დედა-შვილი ვიპოვეთ... ბავშვს შიმშილისგან გონება დაუკარგავს... მართლა სიკვდილის პირას არიან"
დაწერე კომენტარი