ვინ არის რამიშვილის წყარო, რომელიც ადვოკატს სიცრუეში ადანაშაულებს?

რამიშვილი

მიხეილ რამიშვილის წყარო, რომელიც პატიმრობაშია ამბობს, რომ მისი მონათხრობი არასწორად გაავრცელეს.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამტკიცებდა, რომ სუსის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც მისი წყარო იყო, უამბო რომ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს მასალებით ამარაგებდა. წყარო, რომელსაც მიხეილ რამიშვილი ეყრდნობოდა ახლა სასჯელს იხდის და ადვოკატის მეშვეობით, აცხადებს, რომ რამიშვილი ცრუობს.

„მიხეილ რამიშვილს ინფორმაცია მიაწოდა თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზები და რისთვის უნდა მიექცია ყურადღება რამიშვილს ექსპერტიზების მიმდინარეობისას. საუბარი იყო ავტომობილზე, დრონიდან გადაღებულ მასალაზე, კომპიუტერსა და ტელეფონზე. პირობა იყო, რომ რამიშვილი მიიღებდა ამას ცნობად და გამოიყენებდა თავისი ცოდნისთვის, თუ რაზე გაემახვილებინა ყურადღება ექსპერტიზისას. არ უნდა გაეხმაურებინა ამ პირის ვინაობა, მითუმეტეს გამოკითხვის ოქმი არ უნდა წარედგინა. 20 სექტემბერს მიხეილ რამიშვილი დამიკავშირდა და მითხრა „დამიდასტურებს თუ არა იმ ინფორმაციას რაც მითხრა?”, მე ვუთხარი რომ სამშაბათს ვნახავდი, და პასუხს დალოდებოდა. რამიშვილი პასუხს არ დაელოდა და ორშაბათს წარადგინა ჩემი დაცვისქვეშმყოფის ოქმი. მეორე დღეს, როცა ჩემი დაცვისქვეშ მყოფს შევხვდი აღშფოთდა მე ადამიანურად ვუთხარი და ვურჩიე რაზე გაემახვილებინა ყურადღება.,”- განაცხადა ადვოკატმა დავით ხარატიმ.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

დაწერე კომენტარი