ვინ არის “კანონიერი ქურდების” მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერიკ ჭკადუა, რომელზეც აფხაზეთში დიდი ძებნაა გამოცხადებული

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რამ სო­ხუ­მის ცენ­ტრში მომ­ხდა­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის ას­ტა­მურ შამ­ბა­სა და ალ­ხას ავი­ძ­ბას მკვლე­ლო­ბე­ბის საქ­მე­ზე ეჭ­ვმი­ტა­ნილ, ად­გი­ლობ­რივ ერიკ ჭკა­დუ­ა­ზე ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და. ჭკა­დუა 1979 წელს ტყვარ­ჩელ­ში და­ი­აბ­და, თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში სო­ხუმ­ში ცხოვ­რობ­და.

აფხა­ზე­თის ე.წ. შსს-ს ცნო­ბით, ჭკა­დუ­ას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნი­სა და მისი და­კა­ვე­ბის მიზ­ნით ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მას­თან ერ­თად იძებ­ნე­ბი­ან სხვა პი­რე­ბიც. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 22 ნო­ემ­ბერს მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში, სულ ოთხი ნიღ­ბი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი მო­ნა­წი­ლე­ობ­და… იმ დღეს სრო­ლე­ბი­სას დაჭ­რი­ლი, რეს­ტორ­ნის თა­ნამ­შრო­მე­ლი 22 წლის დო­მინ­კა აკირ­თა­ვა რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ხუმ­ში მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის აქ­ტი­უ­რად გან­ხილ­ვას გა­ნაგ­რძო­ბენ. და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ერიკ ჭკა­დუ­ას სა­ხე­ლი და გვა­რი ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი არ ყო­ფი­ლა. ის მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში, რე­გი­ონ­ში მომ­ხდარ კი­დევ ერთ და­ნა­შა­ულ­ში ფი­გუ­რი­რებს, რა დრო­საც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზია “Кормилица-ს” მე­პატ­რო­ნის ნა­თე­სა­ვი ომარ მირ­ცხუ­ლა­ვა გა­ი­ტა­ცა. რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ტყვე­ო­ბის შემ­დეგ, მირ­ცხუ­ლა­ვამ თავს გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა.

ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჭკა­დუა და­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას გა­ნაგ­რძობ­და, ამი­ტომ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, 30 აგ­ვის­ტოს სა­სა­მარ­თლომ და­კის­რე­ბუ­ლი სას­ჯე­ლის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო, მის­თვის სას­ჯე­ლის გამ­კაც­რე­ბა­ზე იმ­სჯე­ლა. თუმ­ცა, ჭკა­დუა უკვე მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ამის შემ­დეგ მისი კვა­ლი ქრე­ბა და მის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ახლა ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, რო­დე­საც ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რა გახ­მა­უ­რე­ბულ მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტან­ლად აცხა­დებს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ჭკა­დუა შე­საძ­ლოა ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ას აფა­რებ­დეს თავს.

დაწერე კომენტარი