ვინ არის იტალიაში გარდაცვლილი 36 წლის ქართველი ემიგრანტი

იტალიაში 36 წლის ქართველი ქალი თამარ დარჩია, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი შოთო სიხარულიძე ავრცელებს. როგორც სიხარულიძის სტატუსიდან ირკვევა, ემიგრანტი ქალბატონი საქართველოდან 6 თვის წინ წასულა.

„გარდაიცვალა ემიგრანტი 36 წლის თამარ დარჩია იტალიაში…. მეხის გავარდნას ჰგავდა შენი უეცარი გარდაცვალება. ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? 6 თვე საქართველოდან და ოჯახისგან შორს ყოფნა ვერ გაუძლო შენმა პატარა, მაგრამ საოცრად დიდმა და კეთილმა გულმა…

უკვე გარდაცვლილი ემიგრანტი დედისგან შენს პატარა შვილს, თამარ, იტალიიდან გაგზავნილი დაბადების დღის საჩუქრები ჩაუვა, მან ხომ არ იცის, რომ დედა გარდაიცვალა… არადა, როგორ გიხაროდა და როგორ უხაროდა შაბათი დღის მოსვლა….. საშინელებაა, მონატრებულ დედას რომ ვეღარ ჩაეხუტება და გულში ჩაიკრავს….. რა უსამართლო და სასტიკია ცხოვრება. 36 წლის ახალგაზრდა ემიგრანტი დედა, რომლის გულმა ვეღარ გაუძლო ოჯახის და შვილის მონატრებას….

შენ ეხლა გაკლია დედის სითბო და ალერსი. შენს დაბადებას ელოდა დედაშენი, უხაროდა, რომ შვილი მეყოლებაო. გაგაჩინა შენ, თვითონ კი საზღვარგარეთ ავად გახდა…. დედის ალერსს და სითბოს ვერავინ შეცვლის. შენი დედიკო ზეციდან მოგილოცავს დაბადების დღეს, ჩაგეხუტება და მოგეფერება სიზმრებში…

შენ ხომ ღმერთის მოვლენილი ხარ და ღმერთი და დედა ზეციდან არასოდეს არ მიგატოვებს…

უფალი გფარავდეს. გაიზარდე დიდი, და ჯანმრთელი…..

პოპულარული

15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
"პუტინმა ივანიშვილს უთხრა: თუ საჯაროდ არ იტყვი უარს ნატოზე და ევროკავშირზე, 31 დეკემბრამდე მე მოვახდენ ე.წ სამხრეთ ოსეთის ანექსიას" - სააკაშვილი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი