ვინ არის თემქაზე დღეს დილით მოკლული ქალი

დღეს დილით თემქაზე 62 წლის რიმა მირზოევა მოკლეს. „პრაიმტაიმმა“ შემთხვევის ადგილზე დამატებითი დეტალები გაარკვია.

გარდაცვლილის მეუღლე უძრავი ქონების აგენტია, ვაჟი კი გერმანიაში ცხოვრობს.

როგორც შემთხვევის ადგილზე „პრაიმტაიმს“ უთხრეს, სამაშველო სამსახური მეზობლებმა გამოიძახეს, მას შემდეგ, რაც სახლში დაკვამლიანება შენიშნეს. ასევე დაუკავშირდნენ სამსახურში მყოფ მეუღლეს, რომლებმაც ბინაში რიმა მირზოევას ცხედარი თავის არეში მიყენებული ჭრილობებით აღმოაჩინეს.

გარდაცვლილის მეუღლის თქმით, სახლიდან „ყველაფერი წაღებულია“. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით თემქაზე, მე-11 მიკრორაიონის 39-ე კორპუსში შუახნის ქალი სავარაუდოდ მოკლეს და შემდეგ სახლში ცეცხლი გააჩინეს.
primetime.ge

პოპულარული

"მივლინების დროს სექსით გარდაიცვალა..." - შალვა ნათელაშვილი
15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი