ვინ არის ზვავში მოყოლილი მამაკაცი, რომელსაც 3 დღე ეძებდნენ

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ზვავში მოყოლილი მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში მცხოვრები, 62 წლის ზურა ოთიურიძეა. ადგილობრივების ინფორმაციით, გზის გაწმენდით სამუშაოებზე, რომელსაც კომპანია „თუშეთის გზა“ აწარმოებს, მუშად მუშაობდა.

თელავის მერის წარმომადგენლის, მარიამ თათრულაიძის განმარტებით, ზურაბ ოთიურიძე, გზის გაწმენდის სამუშაოებზე დაახლოებით, ორი კვირის წინ წავიდა.

„რამდენიმე წლის წინ სოფელ ლალისყურის რწმუნებულადაც მუშაობდა. მშრომელი კაცი იყო. ეს საშიში სამუშაოა, მაგრამ მაინც დადიოდა. ოჯახი დარჩა, მეუღლე და ორი შვილი “, – განაცხადა თათრულაიძემ „პრაიმტაიმთან“.

ზვავი თუშეთის გზაზე, გზის გაწმენდის სამუშაოების წარმოებისას ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრები, 50 წლამდე ასაკის ზაქარია ცისკარაშვილი დაშავდა. ის მოტეხილობებით, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს. ზურაბ ოთიურიძე კი, სამდღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, გარდაცვლილი იპოვეს.

პოპულარული

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ტერორიზმის კვალი საქართველოში? - როგორ შემოვიდა 9 შეიარაღებული პირი ბათუმში იმავე გზით, რომლითაც ახმედ ჩატაევის დაჯგუფება
შემზარავი ამბავი, რომელიც დღეს თბილისში მოხდა - დედამ საკუთარი ახალშობილი კორპუსის ფანჯრიდან გადააგდო (ვიდეო)
სკანდალური წერილი: რატომ უპირისპირდებოდა პანდემიასთან მებრძოლი ცნობილი ექიმი "ოცნების" მაღალჩინოსნებს: "რატომ აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც ძალიან არ გვინდა"
საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზე ადის - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პანდემიის პირობებში აღებული ვალი, კორუფციულ სქემებში დაიხარჯაებ
ნეკა დოროყაშვილი დედათა მონასტერში წავიდა
თბილისში, ბიძინა კულუმბეგოვისა და ცნობილი მსახიობის ურთიერთობაზე ალაპარაკდნენ - რას ამბობს ანა სანაია
ქართველი ტრანსსექსუალი ქალის ეროტიული ფოტო განხილვის მთავარ თემად იქცა - ალექსიას სასქესო ორგანო ძაღლით აქვს დაფარული (ფოტო)
ხატია სიჭინავას ყავის ჭიქაზე კაცის სასქესო ორგანო "დაეხატა" - რა ფიტოს აქვეყნებს ტელეწამყვანი
დაწერე კომენტარი