ვინ არიან იეზიდები?!

იეზიდები (ეზიდები; ქურთ. Êzidî, Êzîdî, არამ. ܓ̰ܠܟܝܐ, არაბ. يزيدي‎‎) — ეთნიკური ქურთების მცირერიცხოვანი რელიგიური განშტოება, რომლის მიმდევრები ძირითადად ჩრდილოეთ ერაყსა და თურქეთში ცხოვრობენ, შედარებით მცირერიცხოვანი თემები სომხეთში, საქართველოში, აგრეთვე ირანში, სირიასა და უკრაინაში. იეზიდთა დიდი ნაწილი ემიგრაციაშია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. მათი საერთო რაოდენობა სავარაუდოდ 1 მილიონია. ისინი მეტყველებენ ქურთული ენის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დიალექტზე — კურმანჯიზე.

cyc

იეზიდიზმი სინკრეტული მონოთეისტური რელიგიაა, ენათესავება ზოროასტრიზმს, იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის ელემენტებით. იეზიდიზმის ფუძემდებლად ითვლება შეიხი ადი (XII ს.), რომელსაც იეზიდები თავიანთ წინასწარმეტყველად მიიჩნევენ.

იეზიდები ერთ ღმერთს აღიარებენ და თაყვანს სცემენ მთავარანგელოზ მალაქ-ტაუსს, რომელიც ფარშევანგის სახით ყავთ წარმოდგენილი; თაყვანს სცემდნენ აგრეთვე შამსს, რომელიც მზის ღვთაებაა იეზიდთა მითოლოგიაში. განსაკუთრებით პატივს სცემენ აღმოსავლეთ მხარეს, ანუ მზის ამომავალ მხარეს. საზოგადოება იყოფა საერო (მიურიდები) და სასულიერო (თარიყები, რუჰანი) კასტებად. სასულიერო კასტაში, თავის მხრივ, განასხვავებენ მაღალ (ემირი, შეიხი, ფირი) და დაბალ (ყავალი) წოდებებს. ცნობები იეზიდების საზოგადოებრივი წყობის და რელიგიის შესახებ გადმოცემულია რელიგიურ წიგნებში: „გამოცხადების წიგნი“ (აღსარების წიგნი), „შავი წიგნი“, რომელიც საიდუმლო შრიფტითაა დაწერილი. იეზიდების ერთადერთი საკულტო ნაგებობაა შეიხ ადის ტაძარი (ლალეში (ერაყი), სადაც მათი წინასწარმეტყველის საფლავია).

იეზიდები მრავალი საუკუნეა ცხოვრობენ ერაყის ტერიტორიაზე. იეზიდების დევნა დაიწყო მე-8 საუკუნეში, ამ დროს იეზიდების დიდი ნაწილი გადასახლდა პაკისტანში, ინდოეთსა და ტაჯიკეთში. მე-12 საუკუნეში გატარებული ზეწოლის შედეგად იეზიდების დიდმა ნაწილმა მაჰმადიანობა მიიღო, ხოლო უკვე 1812 წლისთვის იეზდთა რაოდენობა შემცირდა 1 მილიონამდე, ხოლო ქურთ-მაჰმადიანთა რიცხვი გაორმაგდა.

პირველი ცნობა საქართველოში იეზიდების ყოფნაზე 1873 წლის ივლისით თარიღდება. ისინი დევნილებად ჩაბარდნენ რუსეთის იმპერიას და ქურთ-მაჰამადიანებთან ერთად აბასთუმნის რაიონში ცხოვრობდნენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო იეზიდთა მასიური გადასახლება სომხეთიდან და ოსმალეთის იმპერიიდან.

იეზიდების პირველი დაკავშირება საქართველოსთან მოხდა 1770 წლის 13 აგვისტოს, როდესაც ასურელმა ეპისკოპოსმა ისაიამ და იეზიდების მეთაურმა ჩობან-აღამ მისწერეს მეფე ერეკლე II თხოვნით, შეაფარებინათ თავი საქართველოში და გაეძლიერებინათ ძალა ოსმალეთთან ბრძოლაში.

იეზიდიზმი ერთ-ერთ ყველაზე სინკრეტულ რელიგიად მიიჩნევა, ამის გამო მის წარმოშობა საკმაოდ ბუნდოვანია. არსებობს ორი მეტ-ნაკლებად გავრცელებული მოსაზრება:

იეზიდიზმს აქვს პრე-ისლამური წარმოშობა, რომლის რეფორმირებაც მოახდინა შეიხ ადიმ.

იეზიდიზმი წარმოიშვა შეიხ ადის სუფიურ სწავლებათა საფუძველზე, პრე-ისლამური სარწმუნოების და ქრისტიანობის გნოსტიკური სწავლებათა შერწყმით.

თავად იეზიდებში პირველი მოსაზრებაა გავრცელებული, თუმცა არსებობს მესამე მოსაზრებაც, რომელსაც იეზიდების ნაწილი ემხრობა. ამ ვერსიით, იეზიდიზმი ზოროასტრიზმიდან იღებს სათავეს, თუმცა მათი ფუნდამეტური სწავლებანი ზოგ შემთხვევაში თანხდვება, ზოგში კი ურთიერთგამომრიცხავია. მიუხედავად წარმოშობის ბუნდოვანებისა, უდაოა რომ იეზიდიზმი ერთ-ერთი ძველი რელიგიაა მსოფლიოში, რომელმაც დღემდე არ შეწყვიტა არსებობა.

მუსულმანებისა და ნესტორიანელების შეცდომით, იეზიდი ხალხი შევიდა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში, როგორც ეშმაკის თაყვანისცემელი ხალხი. დღესაც ბევრი შეცდომით, იეზიდიზმს კერპთთაყვანიმცემლობად (მზისთაყვანისმცემლობად) და ზოროასტიზმად აღიქვავს. იეზიდიზმი მონოთეისტური რელიგია და ერთ ღმერთს აღიარებს. მთავარი აგელოზი მალაქ-ტაუსია (მეფე-ფარშავანგი, ან ანგელოზი-ფარშავანგი).

 

ანგელოზები და წმინდანები

  • მალაქ ტაუსი
  • შეიხ ადი (შიხადი)
  • ჰავთ მერე დივანე
  • ხათუნა ფარხა
  • მამე შვანი
  • გავანე ზარზანი
  • ხოდანე მალე
  • შამსი
  • კაჭა კაზი

რეკლამა

დაწერე კომენტარი