”ვინც ყველაზე გულღრძოდ აგინებენ სააკაშვილს,ნატრობენ მის ადგილზე ყოფნას,რათა გაექცნენ საკუთარ ჯუჯა კაცობას”-სულაშვილი

სულაშვილი-ღარიბაშვილი

AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

”ისინიც კი, ვინც ყველაზე გულღრძოდ აგინებენ სააკაშვილს, სიამოვნებით ნატრობენ მის ადგილზე, თუნდაც სულ მცირე ხნით ყოფნას, რადგან გაექცნენ საკუთარ ჯუჯა კაცობის კომპლექსს და ოლიმპოდან გადმოხედონ იმ მასშტაბებს, რომელის დაპყრობაც მიშამ შესძლო …მაგრამ ღარიბაშვილად, კობახიძედ, მდინარაძედ, ან სუბარად დაბადებულ, პატარა სულის კაცუნებს, ფრთებიც პატარა აქვთ და იციან, რომ ქათმები, მწვერვალებს ვერ იპყრობენ…ამიტომ მათთვის, ერთად-ერთი ინსტიქტი – კაკანი და კრიახია, რათა მამა მარჩენალს ამცნონ, რომ მისგან დაჩენჩლილებმა, სკვლინტიან საბუდარში კიდევ ერთი ლაყე კვერცხი დადეს.” – წერს სულაშვილი.

რეკლამა

დაწერე კომენტარი