„ვინც მან დაინახა, იყო მსუქანი ქალი წითელი თმით…“ – მაკა რაზმაძე

ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ ჟურნალ „სარკესთან” ინტერვიუში დოდო გუგეშაშვილის პატიმრობის პერიოდზე ისაუბრა.

„დოდო დარჩელის ინციდენტის გამო გაასამართლეს, ერთი სოფელი იყო გადამწვარი. საბედნიეროდ, მხოლოდ სახლები დაიწვა და ადამიანთა მსხვერპლი არ მოჰყოლია. დოდოს ადამიანთა ქონების გადაწვას ედავებოდნენ. ამ საქმეს ერთადერთი მოწმე ჰყავდა, მარუსია ჭურღულია. ისიც ამბობდა, რომ, ვინც მან დაინახა, იყო მსუქანი ქალი წითელი თმით, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა დოდოს აღწერილობას. მაშინდელმა სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და მაინც მიუსაჯა.

მე ვარ მომსწრე, როცა მარუსია ჭურღულიამ ციხეში გაუგზავნა ადამიანები, რომლებიც მისი სახელით ბოდიშს უხდიდნენ, მაშინ მაიძულეს, ასე მეთქვაო. მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, აღარ ჰქონდა მნიშვნელობა მარუსია ჭურღულიას ბოდიშებს და იმის მტკიცებას, რა იყო რეალობა.

დოდო მერე კი ამბობდა, რეაბილიტაცია უნდა მოვითხოვო, რომ ეს ნოდარიკოზე არ აისახოსო. ძალიან უფრთხილდებოდა შვილის სახელს და უნდოდა, თავისი სიმართლე დაემტკიცებინა. მერე ის მარუსია გარდაიცვალა და ამ ყველაფერმა აზრი დაკარგა”, – განაცხადა მაკა რაზმაძემ.

პოპულარული

"ჯეოსელი" გათიშულია - ასიათასობით აბონენტი კავშირის და ინფორმაციის გარეშეა დარჩენილი
„პრეზიდენტი სტუდიაში არ უნდა მივიდეს... ნუ ბრაზდებით"- კამათი ჟურნალისტსა და პრეზიდენტს შორის (ვიდეო)
5 და 10 წლის და-ძმა, რომელთაც ქუთაისში მატარებელი დაეჯახა მძიმე მდგომარეობაში არიან
უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა - 27 წლის ბიჭი საკუთარ მანქანაში დაღუპული იპოვეს
დაწერე კომენტარი