“ვინც ამბობს, რომ აგრესიულად გვიპასუხებს თუ დავარტყამთ, არ გამოუცდია ოსმალური ალიყური”

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი

აშშ-ს გადაწყვეტილება სირიაში ქურთული დაჯგუფებებისთვის მხარდაჭერის გაგრძელებაზე გავლენას მოახდენს თურქეთის სამომავლო ნაბიჯებზე, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. 

„ჩვენი მოკავშირის აშშ-ს გადაწყვეტილება ფინანსური დახმარება გაუწიოს „სახალხო თავდაცვის ძალებს“, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ჩვენ მივიღებთ“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა პარლამენტში მმართველი პარტიის წევრებთან შეხვედრისას.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი სირიის ქალაქ მანბიჯშიც აპირებს ოპერაციის გაგრძელებას.

„ჩვენ თითოეულ ტერორისტს გავანადგურებთ. მაშინ გაიგებენ, რომ ტერორისტებთან ერთად დგომა არ ღირს. ცხადია, რომ ვინც ამბობს, რომ აგრესიულად გვიპასუხებს თუ დავარტყამთ, არ გამოუცდია ოსმალური ალიყური “, – აღნიშნა მან.

loading…

პოპულარული

ფოტოები, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ ნახავთ - როგორ დახვდნენ ლადო აფხაზავას ჩიბათის სკოლაში
მამა პანტელეიმონის მეუღლე, 29 წლის ბარბარე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა
ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელთა ათეულშია - ფინალისტები ჰიუ ჯეკმანმა წარადგინა (ვიდეო)
„მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე" - მამუკა ხაზარაძის საგანგებო მიმართვა
დაწერე კომენტარი