(ვიდეო)3065 აბი „სუბუტექსი“, 302 გრამი „ჰეროინი“ – შსს-მ 9 მილიონამდე ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის 676 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა. განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 9 მილიონამდე ლარია.

შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

„სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 3065 აბი „სუბუტექსი“, 302 გრამი „ჰეროინი“, 205 აბი და 14 კაფსულა „ტრამადოლი“, 327 კილო „კანაფი“, 13 კილოგრამი „მარიხუანა“, 16 კილოგრამი „კანაფის ფისი“, 7 კილოგრამი და 1150 აბი „კოდეინი“, 204 კაფსულა „მეტადონი“ და 287 აბი „მდმა“. ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ“,- ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულარული

კიევში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
თვითმფრინავის პილოტების ლაზერით დასხივება, რომელიც შესაძლოა, ავიაკატასტროფის მიზეზი გამხდარიყო (ვიდეო)
"დე სიურპრიზი, სხვა კაცმა აგიყვანა კიდევ" - ახალი დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში და მშობლებისა და არასრულწლოვანი შვილების სკანდალური მიმოწერა (ვიდეო)
"ოცნება" - 25%, ყველა ოპოზიციური პარტია ჯამში 57%-ზე მეტი - საიდუმლო რეიტინგები მმართველი პარტიის კრახს წინასწარმეტყველებენ
დაწერე კომენტარი