(ვიდეო)20 ივნისს ხალხის წინააღმდეგ მხოლოდ რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ, მომიტინგეს ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ესროლეს – გავრილოვის ღამის ჯერ არნახული კადრები

“მთავარი არხის” ინფორმაციით, 20 ივნისის აქციის დასაშლელად მხოლოდ რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ. ერთ-ერთ დაზარალებულის, ცოტნე ცოტნიაშვილის სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ მას დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. რა ვითარებაში მიიღო აქციის ახლა უკვე ბრალდებულმა მონაწილემ ჭრილობები და როგორ უკავშირდება მისი დაზიანებები სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს, რომელიც 20 ივნისის ღამეს გადაღებულ კადრებში ფიგურირებს.


დაწერე კომენტარი