(ვიდეო) ,,ჩვენ წამოვაყენეთ კერძო კომპანიებთან ერთად პროფესიული განათლების თანადაფინანსების იდეა. ეს საკითხი იქცა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად ჩვენი ქვეყნისთვის” – კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი

გიორგის კვირიკაშვილის ინტერვიუ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე:

კითხვა – დავუბრუნდეთ კორუფციის შესახებ ჩემი შეკითხვის ბოლო ნაწილს. ეხმარება თუ არა საქართველო, ან შეუძლია თუ არა საქართველოს, გამოიყენოს თავისი გამოცდილება და დაეხმაროს თავის მეზობლებს, მათ, ვისაც ნაკლები პროგრესი აქვს კორუფციასთან ბრძოლაში?

გიორგი კვირიკაშვილი – დახმარებას ვერ დავარქმევ, მაგრამ ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. “ღია მმართველობის პარტნიორობის” პლატფორმის ფარგლებში ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ყველა მეზობელ ქვეყანასთან. ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს გამოცდილებას. ეს ინიციატივა კი ცალმხრივი ვერ იქნება. ის ყოველთვის ორმხრივად სასარგებლოა. ჩვენ არ უნდა შევხედოთ სხვა ქვეყნებს, თითქოს რაღაცნაირად განვსხვავდებით მათგან. ჩვენ ერთ რეგიონში ვცხოვრობთ. შეიძლება, ამა თუ იმ მიმართულებით ჩვენ მეტი წარმატება გვაქვს, მაგრამ სხვა სფეროებში მოვიკოჭლებთ. ასე რომ, ყველაფერში ყველაფრის მასწავლებლები ვერ გავხდებით.
ნება მომეცით, დავუბრუნდე განათლების საკითხს. მე რამდენიმე წელია, მთავრობის წევრი ვარ. ვიყავი ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ გავხდი პრემიერ-მინისტრი. ამ დროის განმავლობაში მქონდა შეხვედრები მეწარმეებთან, რომლებსაც ჰქონდათ პრობლემები ახალი ტექნოლოგიების იმპორტთან დაკავშირებით. როგორც კი ისინი იწყებდნენ ახალ პროექტს, ყოველთვის აწყდებოდნენ კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემას. ვუსმენდი ამ ჩივილს – „პრობლემა მაქვს ჰოლანდიიდან, გერმანიიდან იმპორტირებული ძროხებისთვის კვების სპეციალისტის პოვნასთან დაკავშირებით“, „ვერ ვპოულობ კომპიუტერული პროგრამების დეველოპერს ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიისთვის, რომელიც საქართველოში შემოდის“.
ჩვენ წამოვაყენეთ კერძო კომპანიებთან ერთად პროფესიული განათლების თანადაფინანსების იდეა. ეს საკითხი იქცა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად ჩვენი ქვეყნისთვის. უმაღლეს და პროფესიულ განათლებას შორის, ზოგადად, ძალიან არაჯანსაღი პროპორციის შეცვლა და ქვეყანაში პროფესიული განათლების პრესტიჟულობის ამაღლება არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი.
ჩვენ მაგალითად ავიღეთ ორმაგი განათლების გერმანული მოდელი, რომელიც ასევე გამოიყენება შვეიცარიაში, ავსტრიაში. ჩვენ ვსწავლობთ მათ გამოცდილებას და ქვეყანაში ვაშენებთ პროფესიული განათლების ძალიან წარმატებულ მოდელს, კერძო კომპანიებთან ერთად ვახორციელებთ მის თანადაფინანსებას კერძო-საჯარო პარტნიორობის ინიციატივების ფარგლებში, რითაც ვპასუხობთ კერძო სექტორის გადაუდებელ საჭიროებებს და, ამავე დროს, ახალგაზრდებს და არა მხოლოდ – ყველას ვაძლევთ სწრაფი დასაქმების შესაძლებლობას, პროფესიული განათლების მიღების დასრულებისთანავე.

loading…

პოპულარული

"ივანიშვილს მოუწევს იმ ფულის ანაზღაურება, რომელიც არ გადაიხადა მის კუთვნილ ბიტკოინების ქარხანაში ელექტროენერგიის მოხმარების სახით"- სააკაშვილი
"გუნდმა დაკარგა გრძნობადობა... ეს იყო სირცხვილი, ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა" - ივანიშვილი თანაგუნდელებს აკრიტიკებს
ტერორი ბიზნესზე - მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ვალების განულებას „ფონდი ქართუ“ მიზერულ ფასად სთხოვს
"ხელისუფლება არის ისტერიკაში და ყველფერზე მიდის, რომ ზურაბიშვილს მოაგებინოს" - ოპოზიცია ყალბი პირადობების ბეჭვდაზე საუბრობს
ანა ნაცვლიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს
"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პტრონთან დაბრუნდა
საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი - სინოპტიკოსების პროგნოზი
დაწერე კომენტარი