(ვიდეო) ქალმა ქუჩაში, გამვლელების თვალწინ იმშობიარა

მშობიარობა

ჩინეთის ჩჟეძიანის პროვინციაში მოულოდნელად შუა ქუჩაში, გამვლელების თვალწინ იმშობიარა. ამის შესახებ Sakhipost-ი წერს.

ჩინელი ქალი სახელად ჩენი ქუჩაში სასეირნოდ ნაცნობთან ერთად გავიდა. მოულოდნელად მას მშობიარობა დაეწყო და ბავშვი პირდაპირ ხმაურიანი ქუჩის ტრორტუარზე გააჩინა. ეს ინციდენტი ქუჩის კამერამ დააფიქსირა.

კადრებში ჩანს, რომ გაოცებული გამვლელები გარს შემოეხვივნენ ქალს, გამოიძახეს სასწრაფო და ასფალტზე დაგდებული ახალშობილი შეახვიეს.

„ბიჭი იყო, ტუჩები გაშავებული ჰქონდა და შემეშინდა. ხელში ავიყვანე და რამდენჯერმე მივარტყვი.

ამის შემდეგ ის გავარდისფრდა და ტირილი დაიწყო. მაშინღა მივხვდი, რომ უკვე ყველაფერი წესრიგში ჰქონდა“ – უამბო ჩენმა ჟურნალისტებს.

დედა-შვილი უკვე გაწერილია კლინიკიდან. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

დაწერე კომენტარი