
სირიაში, ელ-ჰასაქის პროვინციის ქალაქ დერიკში ადგილობრივებმა რუსი და თურქი სამხედროების დაჯავშნილ ჯავშანმანქანებს ქვები დაუშინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო North Press Agency ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, 8 ნოემბერს რუსმა და თურქმა სამხედროებმა პატრულირება მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით, ქამიშლის და დერიკის დასახლებულ პუნქტებს შორის დაიწყეს. ჯავშანმანქანების გარდა სამხედროები პატრულირებისთვის დრონებსაც იყენებენ.
#Breaking
— NORTH PRESS AGENCY – ENGLISH (@NPA_English) November 8, 2019
Our reporter:
The start of joint Russian-Turkish military patrol in Derna-Agha in Derik (Malikiya)
Amid locals' condemnation of Turkish military passage, throwing stones at the armored Turkish vehicles pic.twitter.com/E5STTQfnua
რამდენიმე დღის წინ ქურთებმა რუსეთის და თურქეთის სამხედრო პატრულს ქვები ქალაქ კობანიშიც დაუშინეს.
რუსეთმა და თურქეთმა სირიის სასაზღვრო ტერიტორიების პატრულირება 1-ელ ნოემბერს დაიწყეს. ამის შესახებ სახელმწიფოების ლიდერები ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო, თუმცა, ერდოღანის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ თურქეთმა ოპერაცია დროებით შეწყვიტა.